in ,

კამპანია “თუ გიჭედავს, შეამოწმე” როკ სიმღერით დაიწყო! რა იქნება შემდეგ?

BOG
BOG

ინტერნეტ სივრცეში, რამდენიმე დღის წინ, გამოჩნდა ახალი პლატფორმა Sheamotsme.ge. ვებგვერდზე შესულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს უფასო სერვისით და შეამოწმოს, სრულყოფილად მოეწოდება თუ არა აბონენტს ინტერნეტი. პლატფორმა Sheamotsme.ge საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ (GNCC), საკომუნიკაციო სააგენტოსთან Redberry ერთად შექმნა და მისი პოპულარიზაციისთვის აქტივობებიც წამოიწყო. კამპანია, სახელწოდებით “თუ გიჭედავს, შეამოწმე” სახალისო აქტივობებს მოიცავს და ცდილობს ყველა ინტერნეტ მომხმარებლამდე მიიტანოს ინფორმაცია ამ სერვისის შესახებ. კამპანიის ფარგლებში, ასევე, შეიქმნა ვიდეორგოლები, ინსტრუქციები, ვებგვერდი და გასაჩივრების ონლაინ სისტემა. პირველი ვიდეორგოლი ინტერნეტში 25 მარტს გამოჩნდა. ესაა როკ სიმღერა, რომლის ტექსტი ინტერნეტის შეფერხებით მიწოდებას ეხება, თავად ვიდეო კი 90-იანი წლების სტილშია გადაღებული.

https://www.facebook.com/Sheamotsme/videos/794702954220642/

 

კონკრეტულად, რას ემსახურება კამპანია და რა შეიქმნა მის ფარგლებში, GNCC-სა და Redberry-ს წარმომადგენლებისგან შევიტყვეთ.

ლანა ბერიძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: “Sheamotsme.ge ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებლებს მიცემს შესაძლებლობას, დამღლელი პროცესი, რომელიც ინტერნეტის ყოველი გაჭედვის შემდეგ პროვაიდერ კომპანიასთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრით და სხვა ინსტრუმენტებით უწევდათ, მარტივად მოაგვარონ, ამისათვის ყველანაირი წინაპირობა შევქმენით. კომისიამ ერთი წლის განმავლობაში აქტიური სამუშაოები ჩაატარა. მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც პროვაიდერ კომპანიებს დაევალათ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებების გასწორება. ასევე შემოწმების საიმედოობისა და სიზუსტის მიზნით, ხარისხის კონტროლის ტექნიკურ ნაწილზე ვიმუშავეთ ძალიან გამოცდილ და კვალიფიციურ ამერიკულ კომპანია Visualware-თან. სწორედ მათი აპარატურით ხდება ინტერნეტის ხარისხის შემოწმება. ამიტომაც, თუ გიჭედავთ შეამოწმეთ!”

 

M: რას მოიცავდა კამპანიის კონცეფცია და იდეა?

რეზო შელია, Redberry, კრეატიული დირექტორი: “თუ გიჭედავს შეამოწმე” – არის უმარტივესი ინსტრუქცია, call to action და ამავედროულად, პლატფორმის სახელის შემცველი ფრაზა (sheamotsme.ge). კამპანიის მთავარი ამოცანა სწორედ ამ ფრაზის დამკვიდრება (ვიმედოვნებ, აკვიატებაც) და მომხმარებლის ქცევის ცვლილებაა. კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევიდეს WWW.SHEAMOTSME.GE  ვებგვერდზე და შეამოწმოს ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი. ინტერნეტის ხარისხი ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ გვინდა, რომ ბევრი ადამიანმა გაზომოს და დააფიქსიროს მას როგორი ინტერნეტი მიეწოდება, თუ , შემოწმების დროს დააფიქსირებს რომ  უახარისხო ინტერნეტს იღებს, გამოაგზავნოს საჩივარი, GNCC შეძლებს პრობლემის მოგვარებას. პლატფორმის საბოლოო ბენეფიტი სწრაფი და უხარვეზო ინტერნეტია, პლუს, გართობა.

გადავწყვიტეთ ნებისმიერი კომუნიკაცია, იქნებოდა ეს ყველასათვის ნაცნობ ინტერნეტის ტკივილზე დაწერილი სიმღერები თუ უბრალო ვებგვერდის ტუტორიალი, შესაბამისი ხასიათი ყოფილიყო – სახალისო, სასიამოვნო სანახავი და რაც მთავარია “თუ გიჭედავს შეამოწმეს” მღაღადებელი.

 

M: რა აქტივობებისგან შედგება კამპანია და რომელ საკომუნიკაციო არხებს მოიცავს?

Tokareshka, Redberry, კრეატიული დირექტორი: “პრობლემა და შესაბამისად, GNCC-ის და ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქტი რომელიც მის გადაჭრაში გეხმარებათ მთლიანად ციფრულ სამყაროშია. კომუნიკაციაც, შესაბამისად, დიჯითალის ყველა შესაძლო არხში გაიშლება, ამისთვის კონტენტით დატვირთული კამპანია შევქმენით. პოსტ პანკ ვიდეო და ლეკვებიანი საიტის ტუტორიალი კამპანიის პირველი კომპონენტებია. კამპანია 3 კვირა გაგრძელდება, რის განმავლობაშიც დიდი რაოდენობის სახალისო და მრავალფეროვან ქონთენთს გპირდებით, რის განმავლობაშიც ძალიან ბევრჯერ მოისმენთ ფრაზას – “თუ გიჭედავს შეამოწმე”.

M: Web-ის მიმართულებით რა შექმენით?

ლაშა ლომოური, Redberry, ციფრული პროდუქტების დიზაინერი: ჩვეულებრივი სპიდტესტისგან განსხვავებით, ამ პროდუქტის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია ოფიციალური სარჩელის წერილის დაწერა ინტერნეტ პროვაიდერისთვის, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონის მიხედვით იმოქმედებს.
პროდუქტის დიზაინის მთავარი ამოცანა იყო, საკმაოდ რთული პროცესი ისე გარდაგვექმნა და მიგვეწოდებინა მომხმარებლებისთვის, რომ მათთვის მარტივი გასაგები და მისაღები ყოფილიყო ინტერნეტ სიჩქარის გაზომვის და შემდეგ ხარვეზის შემთხვევაში საჩივრის წერილის გაგზავნის გამოცდილება. იმისათვის, რომ სწორად მოვახერხოთ ინტერნეტის სიჩქარის გაზომვა მომხმარებელმა უნდა დაიცვას რამოდენიმე წესი. ამ წესების მარტივად ასახსნელად და საჩვენებლად, დაიხატა თითოეულის ამხსნელი ილუსტრაცია. ამ მეთოდით ვეცადეთ ვიზუალურად გადმოგვეცა ყველა პირობა. “

Credits: Client: Georgian National Communications Commission Agency: Redberry Creative Directors: Rezo Shelia, Tokareshka

Executive Producer/Account Manager: Mariam Khoperia
Account Director: Irakli Kavelashvili

Strategy Team Head: Gaga Darsalia Strategy Team: Aleksandre Kvetenadze, George Karanadze

Graphic Designer: Salome Khazaradze

Digital Planner: Keti Maruashvili, Tanya Basheleishvili
Compositor : Zviad Mgebry,

Video Production: Production Team Head: Levan Ketskhoveli
Director: Temur Tetrashvili
Director of Photography: Pitha
Art Department: Slow Pulse Group
Costume Designers: Liana Metreveli Irina Beriashvili,
Make-up Artist: Tata Asabashvili
Post Production: Giorgi Akhvlediani, Tengo Tetrashvili

music by: Post Red Audio

Animation: 20 steps

Digital Product Digital Products Director: Basa Metreveli

Digital Products Designer: Lasha Lomouri

Project Manager: Tika Makarashvili

Digital Products Art Director: Ane Erkomaishvili

Illustrator: Nikoloz Baloo Kuparadze

UI/UX Designer – Dali Kenchoshvili

Chief Technical Officer: Achi Bakhsoliani

Front-End Developer: Giorgi Giunashvili

Quality Assurance: Mari Vaqiashvili

Special thanks to: Nika Abesadze, Aleksandre Tsiklauri, Tetso.

E. Mikeladze Central Music School, George Petriashvili, Tato Rusia

„რძისამეს“ სიკეთით სავსე ბრენდინგი

2019 წლის Cayenne Coupé და Cayenne Turbo Coupé