in

შეამოწმეთ AI-ის ცოდნის დონე — ტესტი

Lenovo
Lenovo

თუ ფიქრობთ, რომ AI კარგად იცით, ტესტს შემოგთავაზებთ, რომლითაც ეს ცოდნა შეგიძლიათ, შეაფასოთ. სულ 10 მარტივ კითხვას მოიცავს და ადგენს, რამდენად კარგად გესმით, იყენებთ ან კრიტიკულად აფასებთ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს სამსახურში. წესები მარტივია: თითოეულ კითხვაზე სასურველი ვარიანტი (ა, ბ, გ, დ) უნდა აირჩიოთ, სწორ პასუხზე კი ერთ ქულას მიიღებთ,  რომელსაც სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ. აქვე დაგხვდებათ ინტერპრეტაციები, რითაც უკვე თქვენსავე AI ცოდნის დონეს დაადგენთ, გაიგებთ დამწყები ხართ, საშუალო დონეზე იმყოფებით თუ უკვე კარგად ფლობთ ხელოვნურ ინტელექტს.

1. რა არის მთავარი სხვაობა ტრადიციულ პროგრამასა და AI სისტემებს შორის?

ა. AI სისტემები არასდროს უშვებს შეცდომას

ბ. AI სისტემები მონაცემებით სწავლობს და ნაკლებად მიჰყვება ფიქსირებულ წესებს

გ. AI სისტემები ადამიანების მიერ არის დაპროგრამებული, რათა მხოლოდ ერთი კონკრეტული დავალება შეასრულოს

დ. AI სისტემებს არ სჭირდება ელექტროენერგია

2. ჩამოთვლილთაგან რომელი განსაზღვრავს საუკეთესოდ გენერაციულ AI-ს?

ა. AI, რომელიც აქციების ფასებს პროგნოზირებს

ბ. AI, რომელსაც მონაცემების საფუძველზე ახალი კონტენტის შექმნა შეუძლია, იქნება ეს ტექსტი, ფოტო, კოდი თუ სხვა 

გ. AI, რომელიც ელექტროენერგიას აგენერირებს

დ. AI, რომელიც მონაცემთა ბაზებს მართავს

3. როცა ChatGPT-ს ელ.წერილის დაწერას სთხოვთ და შემდგომ არედაქტირებთ, რათა თქვენს ტონს მოარგოთ, ეს იმის მაგალითია, რომ:

ა. AI ადამიანის სამუშაოს ანაცვლებს

ბ. ადამიანებისა და ხელოვნური ინტელექტის კოლაბორაციაა

გ. ალგორითმული მიკერძოება ხდება

დ. ე. წ. დიფფეიქი იქმნება

4. ჩამოთვლილთაგან რომელია AI-ის მთავარი ეთიკური რისკი?

ა. ზედმეტი ემპათია ადამიანების მიმართ

ბ. ალგორითმულ მიკერძოებებს უსამართლო შედეგებამდე მივყავართ

გ. გადაწყვეტილების სწრაფად მიღება

დ. მაღალი ენერგოეფექტურობა

5. რას ნიშნავს AI ჰალუცინაცია?

ა. AI ქმნის ყალბ, გამოგონილ, თუმცა დამაჯერებელ მონაცემებს

ბ. AI მონაცემთა ვიზუალიზაციას ახდენს

გ. AI-ს აქვს ემოციები

დ. AI შეიძლება გადახურდეს ჭარბად გამოყენების გამო

6. ჩამოთვლილთაგან რომელი განაცხადია სწორი მონაცემთა კონფიდენციალურობისა და AI-ის შესახებ?

ა. AI სისტემები არასდროს ინახავს თქვენს მონაცემებს

ბ. მონაცემები, რომლებიც AI-ის გასაწვრთნლეად თუ სამუშაოდ გამოიყენება, შესაძლოა, შეიცავდეს სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას

გ. AI ყველა მონაცემს ავტომატურად ანონიმურს ხდის

დ. მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ არსებული კანონები AI სისტემებზე არ მოქმედებს

7. რომელია საუკეთესო გზა სანდო AI შედეგის მისაღებად?

ა. ყველა მიღებული AI პასუხი სწორად ჩათვალოთ

ბ. დაადასტუროთ და შეამოწმოთ მიღებული შედეგები სანდო ადამიანებთან თუ მონაცემთა წყაროებიდან

გ. შემოქმედებითი წერისთვის მხოლოდ AI გამოიყენოთ

დ. დააიგნოროთ AI-ის წყაროები

8. ჩამოთვლილი პროფესიებიდან რომელი შეიძლება გახდეს ყველაზე ნაკლებად ავტომატიზირებული AI-ის მიერ?

ა. გრაფიკული დიზაინი

ბ. მომხმარებელთა მომსახურება

გ. ფსიქოთერაპია

დ. მონაცემთა შეყვანა

9. მოთხოვნის ინჟინერია ეხება:

ა. კოდის წერას AI მოდელების შესაქმნელად

ბ. ზუსტი კითხვების შედგენას უკეთესი AI პასუხების მისაღებად

გ. რობოტების შექმნას

დ. ჩიპების დაპროგრამებას

10. EU AI Act ორგანიზაციებს ავალდებულებს:

ა. ჩაანაცვლონ ადამიანები AI-ით ყველგან, სადაც შესაძლებელია

ბ. აკრძალონ ყველა გენერაციული AI

გ. უზრუნველყონ, რომ პერსონალს აქვს საკმარისი ინფორმაცია და პრაქტიკა AI-ის გამოყენების შესახებ

დ. გამოიყენონ მხოლოდ ღია წყაროს AI

AI ტესტის სწორი პასუხები:

ქულები და ინტერპრეტაცია:

0-3: AI Beginner — გაინტერესებთ ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიოთ ძირითადი საკითხების შესახებ. ამაში, შესაძლოა, AI კურსები დაგეხმაროთ.

4-7: AI Aware — იაზრებთ AI-ის კონცეფციას, მაგრამ მეტი პრაქტიკული გამოცდილება გჭირდებათ, ამიტომ, კარგი იქნება, თუ AI ხელსაწყოებით ექსპერიმენტებს დაიწყებთ.

8-10: AI Fluent — ეფექტურად მუშაობთ AI-სთან და კრიტიკულად აფასებთ მის რისკებსა თუ სარგებელს, ამიტომ განაგრძეთ არსებული უნარების დახვეწა.

ახლა კი გვითხარით, რამდენი ქულა აიღეთ?

საქართველოს ბანკმა Qorus-Infosys Finacle Banking Innovation Awards 2025-ზე ვერცხლის ჯილდო მიიღო

UPS – როგორ შეიქმნა ამანათების მიწოდების ერთ-ერთი პირველი სერვისი