in

„შეავსეთ სიცარიელე თქვენს ცხოვრებაში“ – რუმინეთის საფეხბურთო კლუბები უპატრონო ძაღლების დასახმარებლად ერთიანდებიან

Sporti
Sporti

„შეავსეთ სიცარიელე თქვენს ცხოვრებაში“ – ასე ეწოდება ახალ საფეხბურთო კამპანიას, რომელმაც რუმინული საფეხბურთო ოჯახი, კლუბები, ფეხბურთელები და გულშემატკივრები რამდენიმე დღის წინ გააერთიანა.

მატჩების დაწყებამდე ფეხბურთელები მინდორზე უპატრონო ქუჩის ძაღლებთან ერთად გამოჩდნენ. გაკეთდა და შეიქმნა სპეციალური ბაზა, სადაც თავს ყველა ასეთი ძაღლი მოიყრის, ნებისმიერი მათგანის აყვანა და ოჯახის თბილ გარემოში წაყვანა მარტივი პროცედურით იქნება შესაძლებელი.

ფეხბურთელების დიდმა რაოდენობამ ძაღლები თავად აიყვანა, ანალოგიურისკენ კი მათ ფანებსაც მოუწოდეს. სიახლეს დიდი მოწონებით შეხვდნენ ადგილობრივი ცხოველთა უფლება დამცველები, მათი განცხადებით, ეს სამაგალითო და დიადი საქციელია. ფეხბურთელები უამრავ ადამიანს უყვარს, არიან მათი მოწოდებისა და იდეების გამზიარებლები, შესაბამისად, ეს ცხოველებს უკეთეს გარემოში ცხოვრების გასაგრძელებლად ძალიან დაეხმარებათ.

აქცია მალევე გახდა ტრენდული სოციალური მედიის არხებში, უამრავი პოსტი და ტვიტი ინტერნეტში საოცარი სიჩქარით ვრცელდება, ყოველდღიურად კი უფრო მეტი ძაღლი ტოვებს ქუჩას და ცხოვრებას ოჯახებში აგრძელებს.

ალტაში Back to School კამპანია აქტიურ ფაზაში შედის!

როგორ ეხმარება BPN Georgia სტარტაპერებს პანდემიის პირობებში ბიზნესის კეთებაში