9
ნოე
2018

3 დიდი შეცდომა სამსახურის ძებნისას

9 ნოე 2018

ადამიანები უამრავ შეცდომას ვუშვებთ სამსახურის ძებნისას და ხშირად ვფიქრობთ, რომ მაღალი თანამდებობის პირებისთვის ეს შეცდომები ნაკლებად პრობლემურია.. სპეციალისტები ამბობენ, რომ კომპანიების დირექტორებსა თუ CEO-ებს უფრო მეტად ახასიათებთ მსგავსი უზუსტობები. ამბობენ, რომ ეს იმ თავდაჯერების ბრალია, რომელიც მათ, გამოცდილებიდან გამომდინარე აქვთ. ისინი ხშირად წარმოაჩენენ საკუთარ თავს ნარცისებად, ზედმეტად თავდაჯერებულ და შეუვალ ადამიანებად. ყველაზე ხშირად კი, სამსახურის ძიებისას, კარგი გამოცდილების მქონე ადამიანები შემდეგ შეცდომებს უშვებენ:

statiebi-bog
statiebi-bog

 

მესამე პირში წერა, „ლინკდინის“ პროფილზე
სოციალურ მედიაში, თქვენი ექაუნთი არის თქვენი საკუთრება. იქ ყოველთვის უნდა წეროთ პირველ პირში.. მესამე პირში წერა თქვენ გიქმნით მიუწვდომელი, დახშული, ძველმოდური ადამიანის იმიჯს. ამის ნაცვლად, იმუშავეთ თქვენს პროფილზე, რომ გქონდეთ ბევრი საკვანძო სიტყვა (ქივორდი), რომელიც დაეხმარება დამსაქმებელს თქვენს პოვნაში.

დრამატულად დიდტანიანი რეზიუმეს შედგენა
სიმართლე ისაა, რომ დამსაქმებლები არ კითხულობენ თქვენს რეზიუმეს, ისინი იშორებენ მას თავიდან, მას შემდეგ, რაც საკვანძო სიტყვებსა და უნარებს ვერ მოკრავენ თვალს. თუმცა, თუ ეს უნარები ხაზგასმული გაქვთ, ეს აიძულებს მათ თქვენი რეზიუმეს წაკითხვას. დღეისათვის, ტრენდია გამარტივებული რეზიუმეები, ბევრი ცარიელი ადგილით… იდეა იმაშია, რომ მისცეთ დამსაქმებლებს თქვენი გამოცდილებიდან თითო „ლუკმა“, დაინტერესების შემთხვევაში კი, დაგირეკავენ ცარიელი ადგილების შესავსებად.

საკუთარი თავის მრავალმხრივ აღწერა და თქვენი ყველა მიღწევის სამოტივაციო წერილშივე ჩამოთვლა
ის, რომ გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება არ ნიშნავს, რომ გაქვთ ის, რაც ძალიან სჭირდება დამსაქმებელს. თქვენი მიღწევების გრძელი ჩამონათვალის გაკეთება და დეტალებში ჩასვლა, შესაძლოა, ცუდად დამთავრდეს. რა მოხდება, თუ მათ სულაც არ სჭირდებათ ეს ჩამოთვლილი უნარები? გაყიდვების წესია: არ გააჟღერო პროდუქტის მახასიათებლები სანამ არ გეცოდინება, რა სარგებელს ელის შენგან მომხმარებელი. ამის ნაცვლად, ისწავლეთ დაწეროთ სამოტივაციო წერილი, რომელიც ანახებს თქვენს კავშირს იმ ბრენდის მისიასთან და ბიზნეს გეგმებთან, რომელმაც გინდათ დაგასაქმოთ.

მაღალი გამოცდილების ადამიანებისთვის, სამსახურის ძებნა ნამდვილი თამაშია. ტრენდების სათავეში მოქცევა და იმის ცოდნა, როგორ უნდა იყოთ სწრაფი და თანამედროვე, არის ორი მთავარი რამ, დღევანდელ ბიზნესსამყაროში, წარმატების მისაღწევად.

წყარო: Inc.com



განხილვა