17
იან
2018

#შეცდომები, რომლებიც „აიისამ“ ბიზნესის კეთებისას დაუშვა

17 იან 2018

Startauperi
Startauperi


მარკეტერი წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, პრეზერვატივის ქართულ ბრენდ •აიისას შემქმნელმა –  ანანია გაჩეილაძემ, გაგვიზიარა ახალი ბრენდის შექმნასთან და განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები და ის #შეცდომები, რომლებიც ამ გამოწვევებთან გამკლავების თანმდევი იყო:

bog qulebi2
Bog Xelfasi mob

„როდესაც საქმე შენი ტვინის ნაყოფია, შეცდომების შემთხვევაში, საკუთარი თავის მიმართ უფრო შემწყნარებელი და პასუხისმგებლიანი ხარ, ვიდრე სხვა ჩართული ადამიანების მიმართ. ღირსეული გუნდის დაკომპლექტება მასშტაბური წარმატებისთვის აუცილებელია და ‘ყველაფერშიკობა’ დიდხანს ვერ გაგრძელდება. ამის თავიდანვე გააზრების მიუხედავად, აუთსორს კომპანიებთან თანამშრომლობისას პირველადი საჭიროებების ამოწურვის შემდეგ, სხვა ადამიანების მენეჯმენტში ჩარევამ დისკომფორტი გამოიწვია, რამაც ბრენდის განვითარების ტემპი შეანელა. გადაწყვეტილების მიმღები შენ ხარ და შენზე კარგად ვერავინ დაინახავს განვითარების პერსპექტივას, ამიტომ, როდესაც პრობლემა გამოკვეთილია, აზრი არ აქვს დამატებითი ვადების მიცემას, რაც მხოლოდ დროის კარგვას მოიტანს.. იმ ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობა კი, რომლებიც მხოლოდ სტანდარტული სამუშაო დღეების სამუშაო საათებში აკეთებენ საქმეს, დამაზარალებელია. თავისუფალი გრაფიკით გადანაწილებული საქმე ბევრად უფრო ეფექტიანი და მოსახერხებელია.

„აიისას“ წარმატებას, სტრატეგიულად დაგეგმილი კონცეფციის გარდა, ბიზნესის კეთების პროცესში შეხვედრილი პრობლემების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაც განაპირობებს. სადებიუტო, 2017 წლის სერიოზული შეცდომის გარეშე მიყვანის ბოლოს ოფიციალუარად სამუშაო დღეს, ანუ 29 დეკემბერს, პარასკევს 17:45 წუთზე, საბაჟო ტერმინალში დგომამ და მორიგი ტვირთის ლოდინმა, საახალწლო გაყიდვებიდან შემოსული ბრუნვის დიდი წილი წაიღო, რაც გამოუცდელობამ გამოიწვია. არარელევანტური ინვოისების დაჯამების შედეგად, ბიუჯეტში შესატანმა თანხამ 6-ჯერ უფრო დიდი რიცხვი შეადგინა, ვიდრე სავალდებულო იყო. ბიზნესის წარმატება, საბოლოო ჯამში, საბრუნი ფულის მოცულობითაც განისაზღვრება, თუმცა, ამ შემთხვევამ ბევრად დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობა მომცა. რაც უმთავარესია არცერთი წამით, ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი არ დავეჭვებულვარ იდეის ჭეშმარიტებაში, არამედ პირიქით, მეამაყება ყველა ის წუთი, როცა გაძლება მომიწია და დარწმუნებული ვარ წინაც ბევრი ასეთი მომენტია“.

განხილვა