24
Oct
2018

[EXCLUSIVE] შეცდომები მოსულა! – თიბისი დაზღვევა

24 Oct 2018

Elit Electronics


თიბისი დაზღვევამ კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით “შეცდომები მოსულა”. ესაა გულახდილი საუბარი მაყურებელთან, რომ შეცდომა არ არის ტრაგედია, რადგან არავინაა იდეალური. ვიდეორგოლი მიზნად ისახავს, დაეხმაროს მაყურებელს შეცდომების გადაფასებასა და გამბედაობის მოკრებაში. კამპანიაზე საკომუნიკაციო სააგენტო HOLMES & WATSON-მა იმუშავა. მარკეტერი ვიდეორგოლს ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ.

 

თათია კარიაული, თიბისი დაზღვევა, CMO: “ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ინტერესები, მისწრაფებები, სურვილები, ყოველდღიურად ვიღებთ უამრავ გადაწყვეტილებას და ბუნებრივია, ვუშვებთ შეცდომებს. წარმოუდგენელია ცხოვრება შეცდომების დაშვების გარეშე, განსაკუთრებით რაიმე ახლის ცდა და განვითარება. ეს თითქოს ყველამ ვიცით, თუმცა შეცდომის დაშვება მაინც ძალიან სტრესულია და ეს შიში ჩვენთვის ბარიერი ხდება ხოლმე, მაგალითად, ბევრ რაღაცას მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ გვეშინია რამე არ შეგვეშალოს. სინამდვილეში კი, შეცდომების დაშვება სულაც არ არის “ცუდი”. თიბისი დაზღვევის ბრენდს სურს, ადამიანები შეცდომის დაშვების შიშისგან გაათავისუფლოს. გვინდა პოზიტიურ ჭრილში შევხედოთ შეცდომებს და ვაღიაროთ, რომ #შეცდომებიმოსულა.
ამ კამპანიით გვინდა, გაგიზიაროთ ჩვენი ბრენდის ხედვა. თიბისი დაზღვევაში ჩვენ ადამიანების შეცდომებს ვაზღვევთ, იმას, რომ შეცდომების გამო ცხოვრებაში წონასწორობა არ დაკარგო. გვჯერა, როდესაც დაზღვევა გაქვს, უფრო გამბედავი ხარ და უმნიშვნელო თემებზე აღარ ნერვიულობ.”

მერი გიორგობიანი, HOLMES & WATSON, არტ დირექტორი და რეჟისორი: “ზოგადად, დაზღვევის თემატიკაზე ძალინ ბევრი რამეა გაკეთებული, შესაბამისად, რთულია რამე განსხვავებული თქვა. უმეტეს შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები გვპირდებიან უზრუნველ ცხოვრებას, სადაც ყველაფერი იდეალურადაა და ყველა ბედნიერია. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ გულახდილი კონცეფცია წარგვედგინა კლიენტისათვის, რაც თავიდან ბოლომდე ადამიანურ შეცდომებზე იყო აგებული. მოდი ვაღიაროთ, რომ ყველას მოგვდის შეცდომა და არ ვართ იდეალურები. ასევე ვაღიაროთ რომ შეცდომა ტრაგედია არაა და მისი შიში არ უნდა გვქონდეს, განსაკუთრებით მაშინ როცა დაზღვეული ხარ. მინდა მადლობა გადავუხადო თიბისი დაზღვევას გამბედაობისთვის.”

Agency: HOLMES&WATSON
Client: TBC Insurance – თიბისი დაზღვევა
Creative Director: Nikusha Antadze
Group Creative Director – Misha Bakhsoliani
Senior Art Director: Gio Kvlividze,

Art Director: Meri Giorgobiani
Senior Copywriter – Nikusha Antadze
Copywriter – Zura Chachua
Account Executive: Tutiko Mujiri
Director: Meri Giorgobiani
First AD: Niniko Bitsadze
DoP: Goga Devdariani
Set Design: Dato Chkoidze
Set Design Asistent: Zaza Gogorishvili, Natia Gurabanidze
Costume Design: Ika Bobokhidze
Costume Assistant: Tina Sharashenidze
Casting Manager: Tina Khizanishvili
Make Up Artist: Nino Bedeladze
Color Correction: UPP
Executive Producer: Dimitri Sharashidze
Line Producer: Tatia Tabutsadze
Post-Production Producer: Buro

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] „შეცდომები მოსულაზე“ მუშაობა ოქტომბერში დაიწყო. ხოლო ლუდის ჰოლანდიურმა ბრენდმა, […]