შესაძლოა, თქვენც შეამჩნიეთ, რომ ზოგიერთი ადამიანი წლებს ატარებს კონტენტის შექმნასა და გაზიარებაში, მაგრამ ცოტა მიმდევარს აგროვებს, ზოგი კი სწრაფად ზრდის ექვსნიშნა აუდიტორიას სულ რამდენიმე თვეში.
როგორც წესი, მხოლოდ კონტენტის გამოქვეყნება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სწრაფად გაიზარდოს სოციალური მედიის მიმდევრების რაოდენობა. არსებობს რიგი შეცდომებისა, რომლებსაც ადამიანები უშვებენ სოციალურ მედიაში. სტატიაში გაეცნობით რამდენიმე რეკომენდაციას მიმდევრების გაზრდისთვის.
რა აფერხებს აუდიტორიის ზრდას?
- კონტენტის იშვიათად, კანტიკუნტად დადება
სოციალური მედიის პლატფორმები შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს უჩვენონ მეგობრების მიერ დადებული უახლესი პოსტები. ეს ნიშნავს, რომ კონტენტი, რომელიც გასულ კვირას გამოაქვეყნეთ, არ დაგეხმარებათ დამატებითი მიმდევრების მოპოვებაში, რადგან ალგორითმები არ აჩვენებენ ამ კონტენტს ახალ ადამიანებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ რეგულარულად უნდა გამოაქვეყნოთ ახალი შინაარსი, რათა მოიპოვოთ მიმდევრები.
- არათემატური შინაარსი
აბა, დავფიქრდეთ, ჩვენ ალბათ არ გამოვიწერთ უცნობი ადამიანის გვერდს, რომელსაც უდევს პოსტი ახალი მანქანის ყიდვის, ან ცურვის გაკვეთილების შესახებ. თუმცა, თუ ამ ადამიანის პოსტების 80% შეესაბამება თქვენს ინტერესებს, თქვენ ალბათ დაიწყებთ მათ თვალყურს. მაგალითად, თუ გიყვართ მოგზაურობა და წააწყდებით ისეთ ადამიანც, რომელიც თქვენთვის საინტერესო კონტენტს ქმნის ამ მიმართულებით, რომც არ იცნობდეთ, მაინც გამოიწერთ.
ასე მუშაობს თემატური შინაარსის შექმნა. იმუშავეთ იმაზე, რომ არა უბრალოდ ყოველდღიური ამბები დაწეროთ ან დაპოსტოთ, არამედ მიეცით თქვენს პროფილს ბლოგის სახე და აირჩიეთ კატეგორია და სეგმენტი, ვისზეც გექნებათ გათვლილი თქვენი გვერდი.
- მიმდევრების დაიგნორება
მესამე გავრცელებული შეცდომაა მიმდევრების დაიგნორება, რადგან სოციალური მედიის პლატფორმები ორმხრივი კომუნიკაციის გასაადვილებლად შეიქმნა. იმის გარდა, რომ კონტენტს აქვეყნებთ, აუცილებელია, უპასუხოთ კომენტარებს, პირად შეტყობინებებს, გაითვალისწინოთ მომხმარებლის უკუკავშირი, ერთი სიტყვით, აჩვენოთ აუდიტორიას, რომ დაინტერესებული ხართ მასთან ურთიერთობით. თუ თქვენ არ უპასუხებთ მათ კომენტარებსა და კითხვებს, ისინი თავს უგულებელყოფილად იგრძნობენ, რაც, საბოლოოდ, გამოიწვევს მათ დაკარგვას.
- ფოკუსირება მხოლოდ ქოფიზე და არა თანმიმდევრულ ქმნადობაზე
რა თქმა უნდა, ქოფირაითერული უნარები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი მაინც კონტენტის თანმიმდევრულობა და კრეატიულობაა. უნიკალური გამოცდილება – ის მთავარი იარაღია, რომელსაც თქვენი მიმდევრები ყურადღებას აუცილებლად მიაქცევენ. იფიქრეთ იმაზე, რომ შექმნათ გამოცდილება, რომელიც ხალხს მისცემს ინსპირაციას და თქვენი კონტენტის გამოწერის ინტერესს აღუძრავს.
- კოლაბორაციების უგულებელყოფა
სხვა მიკროინფლუენსერებთან თანამშრომლობა არსებითად ზრდის შანსებს, გაზარდოთ თქვენი აუდიტორია, ამიტომ თუ კოლაბორაციებს უგულებელყოფთ, მიმდევრების პრობლემა ნამდვილად შეგაწუხებთ.
პირობითად, თქვენ ახლა გყავთ 1000 გამომწერი. თუ გააკეთებთ მცირე ინტერვიუს, ერთობლივ პირდაპირ ჩართვას ან რაიმე სხვა ტიპის კოლაბორაციას 5000 გამომწერის მქონე ბლოგერთან, ავტომატურად თქვენც მოგემატებათ მიმდევრები.
ეს ის მთავარი 5 შეცდომაა, რომლებსაც დამწყები კონტენტკრეატორები უშვებენ. მათგან თავის არიდება მარტივია – უბრალოდ არ დაუშვათ ეს შეცდომები. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენი აუდიტორიისთვის ცნობილი უნდა იყოთ, როგორც ერთგვარი ბრენდი, პერსონაჟი. ამისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მახასიათებლებს:
- ასაკი
- სახელწოდება
- მიზანი
- ინფორმაცია, რომელსაც აზიარებთ
- მდებარეობა
- ინტერესები
- ნიშა, რომლითაც გსურთ, გიცნობდნენ
თუ ყველა ამ პუნქტს შეასრულებთ და თავიდანვე გააცნობთ აუდიტორიას, შემდგომ კი კონტენტს ამის მიხედვით ააგებთ, იქნებით თანმიმდევრული, თამამი და რეგულარული, თქვენი გამომწერების რაოდენობა რეკლამის გარეშეც გაიზრდება.