13
Nov
2018

შეცდომების დაშვებაზე მეტად, სინანულის გრძნობა გვაშინებს

13 Nov 2018

სინანული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გრძნობაა, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში განვიცდით. ადამიანებს შეცდომების დაშვების შიშზე მეტად, სინანულის გრძნობა გვაწუხებს, რადგან წარსულში გკეთებულ ან პირიქით, არგაკეთებულ საქმეს, დღეს ხომ ვეღარ ვუშველით. საშინელი გრძნობაა, როცა ერთ დღესაც იღვიძებ და იაზრებ, რომ ფაქტობრივად, არ გიცხოვრია.

statiebi-bog
statiebi-bog
Skybell-ის დამფუძნებელი, ენდრიუ ტომასი საკუთარ „სინანულებს“ გვიზიარებს:
ყველა შანსი რომ გამომეყენებინა
ძალიან ხშირად ადამიანები ნანობენ არა იმას, რაც გააკეთეს, არამედ იმას – რაც არ გაუკეთებიათ. არგაკეთების მიზეზი კი შიშია. შეცდომის დაშვების შიში, რომელსაც თუ ვერ გადალახავ, მომავალში აუცილებლად სინანულად მოგევლინება. გახსოვდეს, რომ როგორც წესი, ყველაზე რთულად მისაღები, რისკიანი გადაწყვეტილებები, ყველაზე სასარგებლოა.

საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლება რომ მიმეცა
ადამიანი ბედნიერების ზღვარს საკუთარ თავს თვითონვე უწესებს. როცა საკუთარ თავს ზღუდავ, მუდმივად დაჭიმული ხარ და ცდილობ, გაპრიალებული ცხოვრება გქონდეს, ანუ, საკუთარ, შეცდომებიან თავს ვერ იღებ, ასე ბედნიერი ვერადროს იქნები.

თვითგამოხატვის ძალა რომ მქონოდა
გვეშინია, ვიყოთ ჩვენივე თავები. გამოვხატოთ ჩვენი სურვილები. ზოგიერთი ჩვენგანი იტყუება კიდევაც და სულაც, ივიწყებს, როგორია და რეალურად, ვინ არის. დაფიქრდი, გსიამოვნებს ის, რასაც აკეთებ. შეესაბამება, თუ არა შენი ფიქრები და დამოკიდებულებები იმ მოლოდინებს, რაც საზოგადოებას შენ მიმართ აქვს? იქნებ, დროა, იმ საქმეს ემსახურო, რომელიც მოგწონს. საკუთარი სურვილების მიხედვით იმოქმედო…

უფრო მხიარული რომ ვყოფილიყავი
უმეტესობა ჩვენგანი ჩაბმულია სამსახურებრივ ორომტრიალში. განიცდის სტრესს და აღარ რჩება დრო სულ ცოტა გართობისთვისაც კი. მხიარულება და განვტვირთვა მხოლოდ სულისთვის კი არა, შენი საქმისთვისაც კარგია. ის სტრესსა და ნეგატიურობას უმკლავდება. შენს ტვინს საშუალებას აძლევს, რომ განახლდეს, გამოჯანსაღდეს. ეცადე, დაიტოვო დრო სიამოვნებისთვის – მოგზაურობის, ვარჯიშის, ცეკვისა თუ სეირნობისთვის…

უფრო მეტი რომ მემოგზაურა
იშვიათად გაიგონებთ ადამიანებისგან, რომლებიც თავიანთი მრავალრიცხოვანი და ამაღელვებელი მოგზაურობის შესახებ ჰყვებიან. უფრო ხშირად, ჩვენ ერთმანეთისგან გვესმის: „იქნებ, მომავალ წელს მოვახერხო სადმე წასვლა“ და მსოფლიოს ნახვის შესაძლებლობას თაროზე შემოვდებთ ხოლმე. მოგზაურობა მსოფლხედვას ცვლის, ის სამყაროს სხვა პერსპექტივით დანახვაში, საკუთარი მომავლის გადააზრებაში გვეხმარება.ბოლო სიტყვა
ის, თუ როგორ უნდა იცხოვრო, ამის რეცეპტი არ არსებობს. თუმცა, ერთი რამ ცხადია. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენ გვაქვს და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენვე შეგვიძლია იმაზე ზრუნვა, რომ მომავალში, რაც შეიძლება, ნაკლები რამ ვინანოთ.



განხილვა