in ,

#შეცდომები, რომლებიც Soplidan.ge-მ ფუნქციონირების 2 წლის განმავლობაში დაუშვა

Startauperi
Startauperi

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები ჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, გთავაზობთ სოფლის პროდუქტების ონლაინ მაღაზია Soplidan.ge-ს მიერ, ფუნქციონირების 2 წლის განმავლობაში დაშვებულ 3 ძირითად შეცდომას, რომელზეც სტარტაპის შემქმნელი – ნათია ნინიკელაშვილი გვესაუბრა:

BOG
BOG

„დელეგირება – ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც მენეჯერისთვის შეიძლება გამოწვევად იქცეს. როცა იდეას ფრთებს შეასხამ, გგონია, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ყველაფრის ისე კეთება, რომ შედეგი დადო. არადა, ეს შეცდომაა. უნდა შეძლო საჭირო ადამიანების დროზე მოძებნა და მათთვის კონკრეტული საკითხების გადაბარება. წინააღმდეგ შემთხვევაში წვრილმანი საქმეების კეთება ისეთ საკითხების გადაწყვეტას შეაფერხებს, რომლებიც მართლა სასიცოცხლოა ბიზნესისთვის. დროულად უნდა განსაზღვროს მენეჯერმა, სად ჭირდება ის ბიზნესს და სადაც სხვაც აუვა საქმეს, იქ გვერდზე უნდა გადგეს.

სამუშაო სივრცე – ერთიანი სამუშაო სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომელთა კომუნიკაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სოფლიდან.ჯი ონლაინ მაღაზიაა და ეს ბიზნესი თითქოს სახლიდანაც მშვენივრად იმართება, მივხვდით, რომ შიდა კომუნიკაციის მხრივ, დროის, ინფორმაციის გაცვლის კუთხით დიდი დანაკარგები გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეცდომა გავიაზრეთ, დღემდე ვერ გამოვასწორეთ.

დიდხანს ვფიქრობდით, რომ საქმის კეთებას შევძლებდით ხარისხიანადაც, სწრაფადაც და დაბალ ფასადაც. საბედნიეროდ, მივხვდით, რომ ასე ფიქრი შეცდომა იყო. არ შეიძლება ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზო მომხმარებელს, თან მალე, კომფორტულად, დახვეწილი შეფუთვით სახლში მიაწოდო და თან ეს პროდუქტი და მომსახურება იყოს იაფი. ამიტომ, ჩვენ აქცენტი ხარისხზე და კომფორტზე გადავიტანეთ, რაც ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

პუფების ონლაინ მაღაზია – Bean Bag Gallery, რომელიც ქართული და უცხოური პროდუქციით მარაგდება

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი დავით სიმონია