მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტმა“ მარტში სოციალური პროექტი „შეცვალე მომავალი“ წამოიწყო, რომელიც მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ემსახურება. კომპანია თითოეული გზავნილიდან და კონვერტაციიდან შემოსული თანხიდან 10 თეთრს სპეციალურ ანგარიშზე რიცხავს, რომელიც საბოლოოდ ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებებს მოხმარდება.
„სამწუხაროდ, დღეს ხარისხიანი განათლება ყველა ბავშვისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ გვინდა, ამ ინიციატივით ხელი შევუწყოთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტი „შეცვალე მომავალი“ „ლიდერ კრედიტისა“ და მომხმარებლების ერთობლივი აქტივობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სასიკეთო საქმეში თანამონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია“, – ამბობს „ლიდერ კრედიტის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეონა ჯოხარიძე.
სოციალური პროექტი „შეცვალე მომავალი“ 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დასრულდება. შეგროვილ თანხას „ლიდერ კრედიტი“ საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas Georgia-ს გადასცემს, რომელიც მას ბავშვების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების მიხედვით გაანაწილებს.
„Caritas Georgia 1994 წლიდან ოპერირებს საქართველოში და საქველმოქმედო საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამიტომ, ვფიქრობთ, მისი დახმარებით თანხის უფრო ეფექტიანად გამოყენებასა და უკეთესი შედეგების მიღებას შევძლებთ.
გვჯერა, რომ ეს ბავშვები ბევრ წარმატებულ ნაბიჯს გადადგამენ, თუმცა გვინდა, ერთი ნაბიჯის გადადგმაში ჩვენც შევეშველოთ და წვლილი შევიტანოთ მათი ნათელი მომავლის ფორმირებაში“, – ამბობს თეონა ჯოხარიძე.
„ლიდერ კრედიტი“ 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. დღეს ის 30 ფილიალითაა წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა ავტოლომბარდი, ოქროს ლომბარდი, ბიზნეს, აგრო, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები, ფულადი გზავნილები და კონვერტაცია.
[R]