რამოდენიმე დღის წინ ტელესივრცეში ახალი სარეკლამო რგოლი გამოჩნდა, ვიდეო კულმინაციურ მომენტში წყდება, კადრში ჩანს როგორ იწერება Youtube search-ში სიტყვები „შეცვალე სცენარი“ და პარალელურად ქალის ხმა ჩურჩულით მოგიწოდებთ „მოძებნე გაგრძელება ინტერნეტში“.
Youtube-ზე კი გვხვდება ინტერაქტიული ვიდეო, რომელიც შუა გზაში წყდება და მაყურებელს საშუალება აქვს თავად აირჩიოს სიუჟეტის განვითარების ორი შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთი.
როგორც მარკეტერისთვის გახდა ცნობილი, ვიდეო-რგოლი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. მისი სსიპ-ი „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი“ ახორციელებს სპეციალურ პროგრამას „ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა“ და სწორედ აღნიშნულისთვის შეიქმნა ვიდეო.
ვიდეოს კრეატიული კონცეფცია და პროდაქშენი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Saatchi & Saatchi Tbilisi-ს ეკუთვნის. უცნობია, რატომ გადაწყდა ან რამდენად ეფექტური იქნება კამპანია, რომელიც სატელევიზიო რეკლამიდან იუთუბზე იწვევს მაყურებელს, მაგრამ ვიდეო საინტერესოა.
ნახეთ ვიდეო, შეცვალეთ სცენარი და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები