ბოლო წლების განმავლობაში, ლიბერთი უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ბანკმა საკუთარი პოზიციონირება ეტაპობრივად გააფართოვა და მომხმარებელთა ფართო სპექტრი მოიცვა, როგორც საცალო, ისე ბიზნესის სეგმენტში.
ცვლილებები აისახა საბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებზეც, რომლებიც ბანკმა მომხმარებელთა სურვილებსა და საჭიროებებს კიდევ უფრო მოარგო. სიახლეებს შორისაა სამომხმარებლო სესხების მიმართულებაც, რომლით სარგებლობაც ბევრად უფრო კომფორტულ და მარტივ პროცესად იქცა.
სამომხმარებლო პროდუქტებზე ცნობადობის გაზრდისთვის, ლიბერთიმ საზაფხულო კამპანია წამოიწყო, მთავარი გზავნილით „შეცვალე შენი ზაფხული“. ესაა მასშტაბური, 360-გრადუსიანი კამპანია, რომელიც მომხმარებელთა ახალი სეგმენტების უფრო აქტიურად ჩართულობას გულისხმობს. კამპანიაზე ლიბერთის მარკეტინგის გუნდმა სააგენტო Holy Motors-თან ერთად იმუშავა.
დათო სულუაშვილი, ლიბერთის საცალო სესხების და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი: კამპანიის მთავარი მიზანი პროდუქტზე ორიენტირებული ისეთი კომუნიკაციის შექმნა იყო, რომელიც ერთის მხრივ უპასუხებდა ბანკის საცალო მიმართულებისა და მარკეტინგულ გაზომვად მიზნებს; მეორეს მხრივ კი ლოგიკურად გააგრძელებდა ბანკის საიმიჯო საკომუნიკაციო პლატფორმას – ‘ჩვენიანი’, სადაც მთავარი გმირები ლიბერთის რეალური მომხმარებლები – სხვადასხვა ასაკის, ცხოვრების სტილის თუ ინტერესების მქონე ადამიანები არიან.
M: როგორ განვითარდა ლიბერთის სესხების მიმართულება, რასაც უკვე საზაფხულო კამპანიაც დაერთო?
დათო სულუაშვილი: სამომხმარებლო სესხი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საცალო პროდუქტი სამომხმარებლო ფინანსურ ბაზარზე, რომლის პირობებიც სულ ახლახან კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ, პროდუქტის მომსახურების და სესხის აღების პროცესი ყველა არხში გავამარტივეთ და მოვარგეთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებს.
ბანკის ისტორიული მონაცემები, საკუთარი გამოცდილებები და კვლევებიც გვაჩვენებს, რომ ზაფხულის სეზონის დაწყება ყოველთვის ახალ საჭიროებებს აჩენს – იქნება ეს დასვენება, ახალი წამოწყება, სხვადასხვა საოჯახო მიზნები – განახლება/გარემონტება, თუ ზოგადად ცხოვრების სტილის გაუმჯობესება. ჩვენი სამომხმარებლო სესხიც სწორედ ამ საჭიროებებს და ზაფხულის გეგმებს ეხმაურება.
ლიბერთი ჩამოყალიბდა უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი არსებული და პოტენციური მომხმარებლის სპექტრი და ტიპები უკვე საკმაოდ განსხვავებულია – როგორც ასაკით, ასევე ინტერესებით და საჭიროებებით. კამპანიის ფარგლებში, პროდუქტის მიზნობრივ საკომუნიკაციო აუდიტორიად მოვიაზრებთ 25+ დასაქმებულ ან სხვა ტიპის შემოსავლის მქონე ადამიანებს.
თამარ მეგრელიშვილი: კამპანიით „შეცვალე შენი ზაფხული“ გვსურდა გვეჩვენებინა, რომ ლიბერთი საცალო სამომხმარებლო ბაზარზე უკვე წარმოდგენილია ისეთი საბანკო პროდუქტებითა და სერვისებით, რომელიც განსხვავებული ტიპის და სამომხმარებლო ქცევის ადამიანისთვის იქნება საინტერესო. პროდუქტის კომუნიკაციაში გაშლა სწორედ ასე წარმოგვედგინა – ნამდვილი ადამიანებით, ნამდვილი საჭიროებებით და სურვილებით.
დათო სულუაშვილი: კამპანიისთვის ჩვენი ბრიფი იყო ცნობადობის გაზრდა იმის შესახებ, რომ ლიბერთის სამომხმარებლო ბაზრისთვის შესაბამისი პროდუქტი და შეთავაზება გააჩნია და ასევე, გაყიდვების ზრდა – არსებული მომხმარებლების ინფორმირებისა თუ ახალი მომხმარებლების მოზიდვის გზით. Რაც მნიშვნელოვანია, ბანკის არსებული მომხმარებლის ცნობიერებაშიც გვინდა შევცვალოთ აღქმები ისეთი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებით, რასაც ლიბერთისგან აქამდე არ ელოდნენ.
M: როგორია მთავრი ინსაითი, რაც იქცა კამპანიის საფუძვლად?
გიორგი ავალიანი, Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი: ლიბერთი გამორჩეული ქართული ბრენდია გარდამტეხი ცვლილებების გზაზე. სურვილი, დავუახლოვდეთ ჩვენს ხალხს მათზე მორგებული საბანკო პროდუქტებითა და აქტიური კომუნიკაციით არის ის მთავარი მამოძრავებელი, რაც ამ ცვლილებებს შთააგონებს. ლიბერთის საცალო მიმართულების მიზნობრივი აუდიტორია თავს უყრის 18-დან 70 წლამდე ადამიანს – განსხვავებული გემოვნებით, მსოფლმხედველობითა და გეგმებით. ჩვენმა პირველმა კოლაბორაციამ მათთან გულწრფელი ურთიერთობის გასაღები აღმოგვაჩენინა. ‘ჩვენიანობა’ არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს – მომხმარებლებს და თანამშრომლებს, თბილისსა და რეგიონებს, მარკეტინგის გუნდსა და სააგენტოს.
„ჩვენიანი“ ურთიერთობის ბუნებრივ პლატფორმად არის ჩაფიქრებული, რომელიც ბრენდს უფრო ადამიანური, პირდაპირი კავშირების აშენებაში ეხმარება. ჩვენიანების რეალური ამბების გაზიარებით, ნამდვილი მაგალითებით ვყვებით, როგორ აუმჯობესებს ლიბერთი მათ ცხოვრებას.
M: როგორ ჩამოყალიბდა კამპანიის კონცეფცია?
გიორგი ავალიანი: პლატფორმის უნივერსალურობა აჩენს სივრცეს, რომ ამ ჭრილში ვისაუბროთ კონკრეტულ საბანკო პროდუქტებზეც. ჩვენი დაკვირვებით, ჩვენიანებს ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი შემოსავლის პირობებში აქვთ მისწრაფება გაიუმჯობესონ ყოველდღიურობა, და იპოვონ დრო ცვლილებებისთვის. ამ მიზნების მისაღწევად სამომხმარებლო სესხს სასარგებლო ფინანსურ ხელსაწყოდ ვხედავთ, რომლის დახმარებითაც სურვილების ასრულება, მომენტალური ცვლილება უკეთესობისკენ ყველასთვის ხელმისაწვდომია რთული ბიუროკრატიული პროცესების გარეშე.
რადგან ზაფხული ცვლილების საუკეთესო მიზეზია, ამ ცვლილების სისწრაფე და სიმარტივე არის კამპანიის „შეცვალე შენი ზაფხული“ მთავარი შემოქმედებითი მოტივი. სხარტი ფილმების სერიით რომელიც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანების ისტორიებს აერთიანებს, გვსურს წარმოვაჩინოთ ჩვენიანების ინტერესების მრავალფეროვნება, გამჭვირვალედ ავხსნათ ბანკთან ურთიერთობის პირობები და წავახალისოთ ჩვენიანები თამამად გადადგან გააზრებული ფინანსური ნაბიჯები უკეთესი ცხოვრებისკენ.
თამარ მეგრელიშვილი: ამ ეტაპზე კამპანიის მიმდინარეობა მიყვება წინასწარ დაგეგმილი მედია განთავსებისა და გაყიდვების გეგმებს. კამპანია ჩავუშვით ივნისში და მოიცავს თითქმის ყველა საკომუნიკაციო არხს და სივრცეს, როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ მედიაში. ბიზნესთან ერთად ყოველკვირეულად ვზომავთ შედეგებს, ვაკვირდებით ახალი მომხმარებლების დინამიკას, ასევე არსებული მომხმარებლების მიერ დაინტერესების ტრენდებს.
ამ პროცესში, Რაც ყველაზე ღირებულია, მუდმივად ვზომავთ ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას და NPS (Net Promoter Score) მაჩვენებელს, რომელიც პოზიტიურ დინამიკაშია. კამპანიების მიღმაც, ბანკს გააჩნია ისეთი სისტემა, სადაც მომხმარებელს მარტივად შეუძლია დაგვიბრუნოს უკუკავშირი ნებისმიერი პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ. ეს კი თავის მხრივ, მუდმივ გაუმჯობესებაში გვეხმარება.
[R]