in

შეცვალეთ დღე გაღვიძებიდან 23 წუთში

რა სარგებლობა მოაქვს მეცნიერებას? ამიერიდან დილის ამ მარტივი რიტუალებით თქვენივე საოცარი დღის შექმნა შეგიძლიათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როცა ჰარვარდის ბედნიერების საკითხის მკვლევარის შონ აქორის პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბების რჩევებს გავეცანი, უნდა აღვნიშნო, რომ, ცოტა არ იყოს, სარკაზმის მოზღვავება ვიგრძენი. ყოველდღიური სუნთქვითი ვარჯიშები სასაცილოდაც არ მეყო.

სუნთქვის თემას მოგვიანებით, დილის რიტუალების ნაწილში დავუბრუნდები.

აქორის თქმით, ჩვენი გონება ასე მუშაობს:

თუ თქვენ ვინმეს დადებითი განწყობის დონის ამაღლება შეგიძლიათ, მათი ტვინი ე.წ. ბედნიერების უპირატეს მდგომარეობაშია. დადებითი, პოზიტიური განწყობისას თქვენი გონება ბევრად პროდუქტიულია, ვიდრე უარყოფით, ნეიტრალურ ან სტრესულ სიტუაციაში. იზრდება თქვენი ინტელექტის, შემოქმედობითობის და ენერგიის დონე.

ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ პოზიტიური გონება  სამუშაოს შესრულებისას დიდ უპირატესობას გაძლევთ. აქორის თქმით, ამ მდგომარეობაში თქვენი პროდუქტიულობა 31%-ით იზრდება.

ახლა უკვე ვიცით, რაზეც ვსაუბრობთ.

რა მოხდებოდა, დილის 23 წუთიანი მარტივი რიტუალის მეშვეობით მთელი დღე ამ „ბედნიერების უპირატესობაზე“ აგეწყოთ? გაეცანით მეცნიერულად გამყარებულ რჩევებს:

  1. დაწერეთ სამი რამ, რისი მადლიერიც ბრძანდებით

რას ემადლიერებით? დაწერეთ! აქორის თქმით, გრძელვადიანი ეფექტისთვის ეს მოქმედება 21 დღის განმავლობაში, ყოველ დილით შეასრულეთ. ამგვარად თქვენს გონებას უარყოფითი განწყობის ნაცვლად დადებითად აზროვნებისკენ უბიძგებთ და ავარჯიშებთ. ოპტიმიზმის დასასწავლად ეს ყველაზე სწრაფი გზაა – თქვენს ოპტიმიზმს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და წარმატების დონეც სულ რაღაც ექვს თვეში გაიზრდება.

საჭირო დრო: 2 წუთი.

2. ერთი დადებითი გამოცდილების დღიური

დეტალურად აღწერეთ ბოლო 24 საათის პოზოტიური გამოცდილება. გამოყავით ყოველი დეტალი რაც კი გახსოვთ. აქორის თქმით, ამ გზით თქვენი გონება იმ გამოცდილების აღდგენას ახრხებს, რაც მას ასწავლის, რომ დადებითი ქცევა მნიშვნელოვანია. ჩვენი გონება ვიზუალსა და რეალურ გამოცდილებას შორის განსხვავებას ვერ ხედავს, რის გამოც ეს ტექნიკა მეტად წარმატებულად მუშაობს. სინამდვილეში, ამ გზით ჩვენს დადებით გამოცდილებას გონებაში უბრალოდ ვაორმაგებთ. თუ 21 დღის განმავლობაში ამ რიტუალს ყოველ დილით შეასრულებთ, თქვენი გონება მთელი ცხოვრება ამ მიმართულებით გადაპროგრამირდება. კვლევებმა დაადასტურა, რომ ქრონიკული დაავადებების ან ტკივილის მქონე პაციენტები, რომლებიც ამ ტექნიკას ექვსი კვირის განმავლობაში მიმართავდნენ, ექვსი თვის შემდეგ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღებას 50%-ით ამცირებდნენ.

საჭირო დრო: 2 წუთი.

3. ივარჯიშეთ

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვარჯიში გძულთ, მოკლე, სახალისო კარდიო აქტივობა (მოიმარჯვეთ სავარჯიშო რგოლი (ჰულა ჰუპი), ან ეზოში წაიმუშავეთ, იცეკვეთ, ან თუნდაც ძაღლთან ერთად გაისეირნეთ) საოცრებებს ახდენს. ვარჯიში დილის რიტუალის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, რადგან მისი საშუალებით გონება ქცევის მნიშვნელობას სწავლობს, რაც დღის აქტივობებზე დადებითათ აისახება.

საჭირო დრო: 15 წუთი.

4. მედიტაცია

ორი წუთის განმავლობაში ისუნთქეთ და დააკვირდით, როგორ მოძრაობს ჰაერი სასუნთ სისტემაში. ეს თქვენს გონებას საშუალებას აძლევს მოცემულ მომენტში ერთ საკითხზე კონცეტრირდეს. ანქორის თქმით, „ეს სიზუსტის და ბედნიერები დონის გაუმჯობესებაში და სტრესის შემცირებაში დაგვემხარება“. ამ ტექნიკით ანქორი გუგლის თანამშრომლებთან წარმატებით მუშაობდა.

საჭირო დრო: 2 წუთი.

5. დაწერეთ დადებითი მესიჯი ან ელ. წერილი

ხუთიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოველ დილით პოზიტიური ელექტრონული წერილის ან მესიჯის მიწერაა (სულერთია, ამ წერილით მადლიერებას გამოხატავთ, თუ გამამხნევებელი შინაარსი ექნება). ადრესატი მუდამ უნდა იცვლებოდეს. ანქორის თქმით, მას, ვინც ამ ტექნიკას მიმართავს, ძლიერი სოციალური კავშირების მქონე დადებით ლიდერად აღიქვამენ, რაც გრძელვადიანი ბედნიერების საწინდარია.

საჭირო დრო: 2 წუთი.

6. ეპილოგის ნაცვლად

თუ სკეპტიკურად ბრძანდებით განწყობილი, დროა თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ. ეს ტექნიკები მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებს შორის ზუსტი კვლევების შედეგად შემუშავდა.

ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ დილაობით სულ რაღაც 23 წუთის გამოყოფაა. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგი მოქმედება საუზმის დროსაც კი შეიძლება განახორციელოთ.

ყოველი დღის ასე დაწყებით, თქვენს გონებას დღის განმავლობაში პოზიტივის შენარჩუნებას ასწავლით. თქვენი ტვინი დოპამინს გამოყოფს და გრძელვადიან დადებით განწყობას ქმნის.

წყარო: Inc.



“ცერა თითის სინდრომით” შთაგონებული IKEA–ს კამპანია

როგორ ჩავკლათ ჩვენს გუნდში მოტივაცია მარტივად