5
Jun
2017

შეცვალეთ პატარა ზაჰრას სამყარო! – UNHCR-ის კამპანია იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად

5 Jun 2017

Elit Electronics


Reddit-ი ის სოციალური სივრცეა, სადაც მომხმარებელი Photoshop-ის ფუნქციებით თავს მშვენივრად ირთობს და სხვადასხვა სახალისო ფოტოების შექმნით გამოხატავს კრეატიულ შესაძლებლობებს. ორგანიზაცია UNHCR-მა გადაწყვიტა ეს ფუნქცია კარგი საქმისთვის გამოეყენებინა და იძულებით გადაადგილებული, ოჯახის გარეშე დარჩენილი ბავშვების დასახმარებლად ახალი კამპანია შეექმნა. კამპანიის ფარგლებში, Reddit-ის მომხმარებელს საიტზე პატარა ზაჰრას ფოტო ხვდებოდათ, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკშია გადაღებული, მათ დავალებად გოგონასთვის კარგი გარემოს შექმნა ევალებოდათ. რამდენიმე დღის განმავლობაში, კამპანიას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, ზაჰრამაც უამრავი არაჩვეულებრივი ადგილი მოინახულა. ამასთან, მსურველებს თანხის გადარიცხვის საშუალებაც ჰქონდათ, იმისთვის, რომ ზაჰრამ უკეთეს პირობებში იცხოვროს.

 

განხილვა