მრავალი კვლევით დადასტურდა, რომ როცა ღარიბი ბავშვები მდიდარ ოჯახებთან ერთად იზრდებიან, ცხოვრებაში უფრო მეტ შემოსავალს იღებენ. თანაც, ეს ძალიან ძლიერი კორელაციაა. ისეთ ფაქტორებსაც კი, როგორიცაა განათლება ან პროფესია, მომავალ შემოსავლებზე მსგავსი გავლენა არ აქვს. მართალია, სოციალური ურთიერთობების ძალაზე მკვლევრები აქამდეც დიდი ხანია ფიქრობდნენ, თუმცა ამ დრომდე ჰიპოთეზა დადასტურებული არ ყოფილა. ახლა კი ამის შესწავლაში სოციალური მედია გვეხმარება.
Facebook მონაცემებით ჰარვარდის მკვლევრებმა 21 მილიარდი ადამიანის მეგობრობა გაანალიზეს და განიხილეს ის ფაქტორები, რომლებიც ბავშვებს წინსვლაში შეიძლება დაეხმაროს, იქნება ეს ოჯახის შემოსავალი თუ წინაპრები, განათლება, დასაქმება თუ სამეზობლო. დაადგინეს, რომ ეკონომიკური კავშირი სოციალური კაპიტალის ერთადერთი საზომი იყო, რომელიც შემოსავლების მზარდ მობილურობას უკავშირდებოდა.
ამის მრავალი ახსნაც არსებობს. მაგალითად, სკოლაში მაღალშემოსავლიანი მეგობრების გაჩენა, ბავშვებს ეხმარება მისწრაფებების ჩამოყალიბებაში, ინფორმაციის წვდომასა და იმ დასაქმების შესაძლებლობების მიღებაში, რომლებიც სხვაგვარად არ ექნებოდათ. თუმცა, როცა ადამიანები საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური წრიდან იძენენ მეგობრებს, შემოსავლების უთანასწორობის გაუმჯობესებიც შანსი ბევრად მცირე ხდება…
ჰარვარდის მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ მრავალფეროვან საზოგადოებებს, როგორიცაა, მაგალითად, რასა, საერთოდ არ აქვს მზარდი მობილობის მაღალი დონე. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ისინი ეკონომიკურ მრავალფეროვნებასა და ურთიერთკავშირს აჩვენებენ.
„ადამიანებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეკონომიკური კავშირის შექმნით, თანაბრად უნდა გაამახვილონ ყურადღება სხვადასხვა შემოსავლის მქონე ინდივიდებთან ურთიერთობაზე“, — აცხადებს იოჰანეს სტრობელი, მკვლევარი.
ხოლო თუ ამ კვლევის ავტორებს დავუჯერებთ, შემოსავლების კიბეზე ასვლა ბევრად უფრო მარტივი შეიძლება გახდეს, როცა თქვენი მაღალ პოზიციაზე მყოფი მეგობრები გიწყობენ ხელს.