in ,

8 პროდუქტი, რომელიც ძალიან ლამაზად “შეიფუთა” მსოფლიო ჩემპიონატისთვის

BOG
BOG

მსოფლიო ჩემპიონატისთვის რამდენიმე ბრენდმა შეფუთვა შეცვალა.

BOG
BOG

ვიზუალი ქვეყნების მიხედვით შეირჩა, პროდუქტი სპეციალურად მსოფლიო თასის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გაიყიდება. McDonald’s–მა 12 თემატური ვარიანტი შეარჩია და კარტოფილი ფრის შეფუთვა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეცვალა.

Colgate-Palmolive-მა ახალი დიზაინი ფრანგულ სააგენტოს Raison Pure Paris–ს შეუკვეთა და თმის მოვლის საშუალებები ჩემპიონატის თემაში მოაქცია.

ლუდი Budweiser–ი, რომელიც ასევე Fifa–ს სპონსორია, გლობალური კამპანიის ფარგლებში ოქროს ბოთლები გამოუშვა.  ბოთლებზე მსოფლიო ჩემპიონატის თასია დატანილი.

Procter & Gamble–მა Head & Shoulders–ის დიზაინი ცნობილი ფეხბურთელების გამოსახულებით შეცვალა და მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას შეზღუდული რაოდენობით გაყიდის.

JIm Beam–მა გერმანიის გუნდის მხარდასაჭერად თუნუქის ბოთლის დიზაინის შემუშავება დიზაინერთა ჯგუფს დაავალა, რომლებმაც ბურბონ–კოლას შეფუთვა გააკეთეს.

 Heineken–მაც პატრიოტული გეზი აიღო და ლუდის შეფუთვა ჰოლანდიურ ფერებში გამოუშვა.

Nestle–მ სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის შოკოლადის თასი გამოუშვა.

ტრადიციებით მომავლისაკენ – Aray Tomorrow-ის ახალი რეკლამა, ექსკლუზიურად მარკეტერზე

ბაიკერები ნაცისტების წინააღმდეგ