in

რას ხედავენ ქალები პროდუქტის შეფუთვაში?

რას ელოდებიან ქალები სხვადასხვა ბრენდებისგან, რანაირ შეფუთვაზე ამახვილებენ ყურადღებას? ქალები შედარებით ემოციურები არიან, სწორედ ამიტომ მათი ბრენდის მიმართ დომოკიდებულება მთლიანად ემოციებზეა დამყარებული.

დიდ არეულობაში ვხვდებით როდესაც “ქალის” და “კაცის” სეგმენტებად დაყოფას ვცდილობთ, ყველაზე დიდი  სირთულე შეფუთვის პროექტირების დროს იწყება. ქალებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი შეფუთვა, რომელიც გვეუბნება, რომ პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთა ნაწარმისგანაა დამზადებული, როდესაც შეფუთვაზე ბედნიერი ოჯახია გამოსახული და ა.შ.  კაცები უბრალოდ არ რეაგირებენ ამ ყველაფერზე.

ის, რაზეც მარკეტერები ყველაზე დიდ დროს ხარჯავენ  ეს არის იმ ოქროს შუალედი მოძებნა, რომელიც პროდუქტს ერთდროულად ორივე სქესისთვის მიმზიდველს გახდის. ფერი, შემდეგ ფორმა (გაიხსენეთ, ბავშვებს პატარაობიდან აჩვევენ, რომ ვარდისფერი გოგოსია და ლურჯი ბიჭის, ეს ფერები მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ამახსოვრდებათ და იგივე სისტემას თავის შვილებს გადასცემენ). ფორმას რაც შეეხება (აქ კაცებიც და ქალებიც) დიდ ყურადღებას, ფუნქციონალურობას უთმობენ. ის, რაზეც ქალები მეტ ყურადღებას ამახვილებენ იოლი შენახვა და პროდუქტის გადატანის სიმარტივეა (ხელსაკიდი, გორგოლაჭები, სიმსუბუქე ყველა ის დეტალი, რაც პროდუქტს არ ამძიმებს).

თაროებზე განლაგებული ბრენდები მხოლოდ  1:25 წამი იპყრობს ყურადღებას. ბრენდი, რომელიც გათვლილია ქალის ყურადღების მისაპყრობად საშუალოდ 4:57 წამი  იპყრობს ყურადღებას.

ქალის და კაცის განყოფილებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მაშინ როდესაც შეიძლება ქალის განყოფილება ღია ფერებით და სხვადასხვა ნივთებით იყოს გადატვირთული, კაცების განყოფილება შედარებით მკაცრად გამოიყურება. ეს შეიძლება “დოგმად” მოგეჩვენოთ, მაგრამ საუკუნეების მანძილზე მიღებული გამოცდილების და კვლევის შედეგია. ქალი ირჩევს და ყიდულობს პროდუქტს კაცისთვის, ბავშვისთვის და ოჯახისთვის.

რამოდენიმე რჩევა:

ნაკლები სიტყვები ბრენდის აღწერაში.

მეტი ვიზუალი და ნაკლები ტექსტი.

გააკეთეთ ისე, როგორც ქალებს სურთ – ქალის ბრენდი მეტი ემოციის მატარებელი უნდა იყოს.

 

Oranjolt – სასმელი, რომელმაც თავისი სიგრილე დაკარგა

ლონდონში საშინელი, გიგანტი ბავშვები გამოჩნდნენ