in

რითაა გამოწვეული შეგრძნება, თითქოს ოთახში მარტო არ ხართ? — კვლევა

M2
M2

გქონიათ ასეთი უცნაური შეგრძნება, რომ ოთახში რეალურად მარტო ხართ, მაგრამ გრძნობთ, რომ კიდევ ვიღაც არის? რთულია ამის გაანალიზებაც მანამ, სანამ ახსნას არ მოუძებნით, მაგრამ ახლა კვლევა გვაჩვენებს, რომ ეთერული გამოცდილების გააზრება გონების, სხეულისა და ამ ორს შორის არსებული ურთიერთობის მეცნიერული მოდელის გამოყენებით შეგვიძლია. 

ამ საკითხის კვლევა ჯერ კიდევ 1894 წელს დაიწყო, როდესაც Society for Psychical Research-მა (SPR) Census of Hallucinations გამოაქვეყნა — 17 000 ადამიანზე ჩატარებული კვლევა გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკასა და ევროპაში. მათ სურდათ გაეგოთ, რამდენად ხშირი იყო მსგავსი შემთხვევები და როგორც აღმოჩნდა, ეს იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენდა. მკვლევრებმა ეს ყველაფერი ჰიპნაგოგიას დაუკავშირეს, ანუ ჰალუცინაციურ გამოცდილებას, რომელიც ე. წ. ძილის საზღვრებზე ხდება. ამას ძლიერი კავშირი აქვს ძილის პარალიზებასთან, კუნთები გაყინულია REM ძილის ფაზაში, გონება კი აქტიური და ფხიზელი რჩება. ამ დაავადების მქონე ადამიანების 50%-ზე მეტი სწორედ მსგავს გამოცდილებაზე საუბრობდა. როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს დიაგნოზი ადამიანებს აშინებთ, ხოლო, როცა პარალიზებული ვიღვიძებთ, ჩვენი ინსტინქტები შიშისკენ გვიბიძგებს და გონებას არსებული ხარვეზების შევსებისკენ მოუწოდებს. 

ამასთან, როგორც ვიგებთ, შეგრძნება, რომ თქვენთან ერთად ვიღაც არის, მარტო ჰიპნაგოგიას კი არ უკავშირდება, არამედ პარკინსონის დაავადებასა და ფსიქოზს. ხოლო ნევროლოგიური კვლევებისა და ტვინის სიმულაციების ექსპერიმენტებით ისიც გავიგეთ, რომ ვიღაცის არსებობის შეგრძნება, შესაძლოა, სხეულთან დაკავშირებულმა საკითხებმაც გამოიწვიოს. 

ამ შეგრძნების კვლევა არც ასე მთავრდება — 2014 წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტების სერიამ აჩვენა, რომ სენსორული მოლოდინების ცვლილებით ჯანმრთელ ადამიანებშიც კი შესაძლებელია ამ გრძნობის გამოწვევა. მკვლევრები მონაწილის შეგრძნებების გაყალბებაზე ზრუნავდნენ, თითქოს თავიანთ ზურგს ეხებოდნენ, როცა რეალურად ამ მოძრაობების სინქრონიზებას მის უკან არსებული რობოტი აკეთებდა… ხოლო, როცა ეს სინქრონიზაცია ირღვეოდა და რობოტის მოძრაობა სინქრონიზაციას აღარ ჰგავდა, ადამიანები უეცრად გრძნობდნენ, რომ სხვა ვიღაც იყო იქ, „მოჩვენების“ მსგავსი.

უკვე 2022 წლის კვლევა კი გვეუბნება, რომ ეს ვიღაცის არსებობის შეგრძნება ხშირად ძალიან მსგავსი იყო კლინიკურ ჩვენებებში, სულიერ პრაქტიკებსა და ჰალუცინაციების ჭარბი სიხშირის დროსაც. ყველა ჯგუფის წევრი საუბრობდა ძილთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე, თუმცა სხვისი ყოფნის შეგრძნებას ისეთი ემოციებიც იწვევდა, როგორიც გლოვა ან ვიღაცის დაკარგვაა. 

ამასობაში, კონკრეტული საკითხის შესწავლას საუკუნოვანი ისტორია დაუგროვდა, უკვე მრავალი მიზეზიც გამოიკვეთა, ახლა კი თქვენზეა იმის განსაზღვრა, თუ რომელს მიაწერთ შეგრძნებას, რომ ოთახში მარტო ხართ, მაგრამ ფიქრობთ, რომ კიდევ ვიღაც არის…

Netflix-ის სიმბოლური კამპანია „უხილავი სამკაულებით“

როგორ წავშალოთ ორფაქტორიანი იდენტიფიკაციის კოდები iPhone-ზე ავტომატურად?