in ,

შეგვიძლია, “Don’t Look Up”-ის სცენარი თავიდან ავიცილოთ — კვლევა

რა მოხდება, თუ 10 კმ. დიამეტრის ასტეროიდი დედამიწისკენ აიღებს გეზს და სულ რაღაც 6 თვეში მოაღწევს ჩვენამდე? ეს Netflix-ის ფილმის, Don’t Look Up-ის სცენარია, თუმცა მან რეალური კითხვები გააჩინა — დღეისათვის გვაქვს თუ არა მზა და ხელმისაწვდომი რესურსები ან ტექნოლოგია მსგავსი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად?

M2
M2

ახალი ნაშრომი, რომელიც ტექნიკურ ასპექტებს ეხება, გვამშვიდებს და გვაიმედებს, რომ “დიახ, რესურსები არსებობს”. “აშკარაა, კაცობრიობამ ტექნოლოგიური ზღვარი გადალახა, რათა თავიდან აგვაცილოს “დინოზავრების გზას”. ვაჩვენებთ, რომ შედეგების შერბილება შესაძლებელია არსებული ტექნოლოგიებით, თუნდაც მოკლევადიანი გაფრთხილების, 6 თვის ვადაში”, — წერენ ფილიპ ლუბინი და ალექს კოენი, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრები.

დუეტი ასკვნის, რომ ყველაზე ეფექტური მეთოდი მცირე ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობების (NEDs) “პენეტატორებში” გამოყენებაა. ეს, კოსმოსურ ხომალდებთან ერთად,  მსგავსი საფრთხის შესამცირებლად საკმარისია. ცხადია, აღნიშნული მეთოდი სრულად ვერ გაანადგურებს ასტეროიდს, მაგრამ მისი ზედაპირის ნაწილი დაზიანდება — ეს კი დიდ ბიძგს და საპასუხოდ სიჩქარის ცვლილებას გამოიწვევს. შესაბამისად, შეიცვლება ასტეროიდის ტრაექტორია და იმედია, ჩვენს პლანეტას უსაფრთხოდ ჩაუვლის.

ის, რომ დღეისათვის არსებული ტექნოლოგიები ნამდვილად დაგვეხმარება საგანგაშო სცენარის თავიდან აცილებას, აშკარაა. ამას ადასტურებს Apollo-ს ასტრონავტი რასტი შვეიკარტი, რომელიც B612 ასტეროიდის საძიებო ორგანიზაციის შემუშავებაში მონაწილეობდა. თუმცა მან ისიც დასძინა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ არის სისტემის სხვა ნაწილებთან ინტეგრირებული და დატესტილი, რაც უახლოეს მომავალში შეიცვლება…

გასული წლის ბოლოს NASA-მ ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტი (DART) გაუშვა. ეს არის პირველი პლანეტარული თავდაცვის სატესტო მისია და იგი ცხადყოფს, რომ კოსმოსურ ხომალდს ავტონომიური ნავიგაციის შესაძლებლობა გააჩნია. ასევე, ვნახავთ, რამდენად დასაშვებია კინეტიკური ზემოქმედება შედარებით მცირე სამიზნე ასტეროიდზე.

ლუბინისა და კოენის ნაშრომში აღინიშნა, რომ ამ სიდიდის საფრთხე, რომელიც დედამიწას 40 კმ/წმ სიჩქარით დაეჯახება, დაახლოებით 40 000-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე დედამიწის ამჟამინდელი ერთობლივი ბირთვული არსენალია. “ეს იმ ენერგიის მსგავსია, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. არსებული ტექნოლოგიებით კი შედეგების შერბილება ნამდვილად შესაძლებელია”. 

ასე რომ, შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ — თუ, რა თქმა უნდა, მეცნიერები აქტიურ განვითრებას განაგრძნობენ.

სილქნეტმა ევრობონდებით 300 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა

SpaceX, Falcon 9-ის 3 რაკეტის გაშვებით, ახალ რეკორდს დაამყარებს