ქობულეთის საკურორტო ზონაში ახალი მასშტაბური პროექტი – Swissôtel Kobuleti Beach Resort იქმნება. სივრცე, სადაც არქიტექტურა, გარემო და თანამედროვე ცხოვრების სტილი ერთიან გამოცდილებად ყალიბდება.
პროექტს ერთობლივად #1 დეველოპერი „არქი“ და კომპანია NEXT-ი ახორციელებს. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის არქიტექტურის შთაგონება შავი ზღვის იდენტობაა. ამასთანავე, მასში მკაფიოდ იგრძნობა დიზაინის თანამედროვე ხედვა და მომავლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

შენობების ფორმა იალქნების დინამიკას იმეორებს, რაც სანაპირო ზოლზე ახალ, გამორჩეულ სილუეტს ქმნის ისე, რომ სივრცე მსუბუქ და ჰარმონიულ ხასიათს ინარჩუნებს.
არქიტექტურულ კონცეფციაზე Chapman Taylor-ის მადრიდის სტუდიამ იმუშავა – ევროპულმა კომპანიამ, რომელსაც მასშტაბური საცხოვრებელი, სასტუმრო, სავაჭრო და მულტიფუნქციური პროექტების შექმნის დიდი გამოცდილება აქვს. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა MediaCityUK, Global Harbor, Büyükyali, Deniz Mall და Almaty Museum.
„პროექტის კონცეფციის შექმნისას ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ისეთი არქიტექტურული ფორმის ჩამოყალიბება, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს ხასიათს ბუნებრივად დაუკავშირდებოდა. იალქნებით შთაგონებული სამი კოშკი პროექტს გამორჩეულ სილუეტს ანიჭებს, ხოლო მასტერპლანი ზღვის ხედებით, ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიისა და უსასრულო ჰორიზონტის განცდას ქმნის. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ შენობების შექმნა, არამედ ისეთი საკურორტო გარემოს ჩამოყალიბება იყო, რომელიც ქობულეთის ავთენტურ ხასიათს გააძლიერებს და დამსვენებლებს უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს“, ამბობს იან დაიკემა, Chapman Taylor-ის მადრიდის სტუდიის დირექტორი.

ქობულეთი ისტორიულად შავი ზღვის სანაპიროს ერთ–ერთი გამორჩეული საკურორტო ქალაქია. დღეს ის ბათუმის ბუნებრივ გაგრძელებად ყალიბდება – ადგილად, სადაც დიდი ქალაქის ენერგია ზღვისპირა სიმშვიდეს და კურორტის ავთენტურ ხასიათს ერწყმის.
ტერიტორიის ბუნებრივი გარემო, განსაკუთრებით ფიჭვნარი, სივრცეს სიმყუდროვეს სძენს, ზღვისა და ტყის უნიკალურ ერთიანობას უსვამს ხაზს. ამასთან პროექტი წარმოადგენს ხელსაყრელ საინვესტიციო ქონებას. Swissôtel-ის საერთაშორისო ბრენდის ჩართულობა კომპლექსს პრემიუმ სასტუმრო მომსახურების სტანდარტს და გლობალური სტუმარმასპინძლობის გამოცდილებას სძენს. სწორედ ეს კომბინაცია ქმნის პროექტის მთავარ ღირებულებას – არა მხოლოდ უძრავ ქონებას ზღვის პირას, არამედ სრულფასოვან საკურორტო ეკოსისტემას.
Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის გაყიდვები ოფიციალურად უკვე დაიწყო.
„არქის“ პირველი 50 მყიდველისთვის აპარტამენტებზე განსაკუთრებული შეთავაზება აქვს.
დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდი – აქ და შეარჩიე შენს სურვილებზე მორგებული აპარტამენტი.
[R]













