in

შეიძინე ბინა თბილისში, იდეა დეველოპმენტის ახალ პროექტში და მიიღე ავტომობილი საჩუქრად!

იდეა დეველოპმენტი, თეგეტა ქარსის კომპანიებთან, ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან და ჯილი საქართველოსთან პარტნიორობის ფარგლებში, „იდეა პანორამას“ მომავალ მაცხოვრებლებს გამორჩეულ აქციას სთავაზობს, რომლის შესახებაც იდეა დეველოპმენტის გაყიდვების ხელმძღვანელი, გიგი იორდანიდი საუბრობს.

„ყოველთვის ვცდილობთ განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ მომხმარებლებს. ახალი აქციის ფარგლებში, ჩვენი მომავალი მაცხოვრებლები, ბინის ღირებულების მხოლოდ 25%-იანი პირველადი შენატანის შემდეგ, საჩუქრად მიიღებენ ახალ ავტომობილს ჩვენი პარტნიორი კომპანიების ოფიციალური ცენტრიდან. აქცია მართლაც უპრეცედენტოა, მოხარულები ვართ, რომ ბინადრებს ახალ ავტომობილს მთლიანი თანხის დაფარვამდე გადავცემთ და მათ არ მოუწევთ გადადონ შენაძენის შეგრძნება. ამ შეთავაზებით, „იდეა პანორამას“ არაერთ მომავალ ბინადარს ავტომობილი უკვე გადავეცით პროექტი კი 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება” – ამბობს გიგი იორდანიდი.

იდეა დეველოპმენტის გაყიდვების ხელმძღვანელმა რამდენიმე სიტყვით გაგვაცნო პროექტი „იდეა პანორამა“:

„ჩვენი პროექტი „იდეა პანორამა“, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, კერძოდ, გ.დანელიას ქუჩაზე მდებარეობს. ტერიტორია მოიცავს სამ განსხვავებულ ბლოკს, საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეებს.

„იდეა პანორამას“ გამოარჩევს მისი უნიკალური ადგილმდებარეობა და თანამედროვე არქიტექტურული ხედვა. მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რამდენიმე წუთში მოხვდნენ ისეთ ცენტრალურ ადგილებთან, როგორებიცაა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, ქალაქის ცენტრალური პარკი და ახლად გახსნილი საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდი. პროექტს ასევე გამოარჩევს ულამაზესი, უცვლელი პანორამული ხედი მდ. ვერეს ხეობის მიმართულებით და სუფთა, ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო.

პროექტის ჩამოყალიბებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, თითოეულ მაცხოვრებელს ჰქონოდა პირადი სივრცე, სადაც შეძლებდა დასვენებას და განტვირთვას. ამიტომ, ყველა ბინისთვის გათვალისწინებულია ფართო ტერასა, რომელიც მორგებულია წლის ოთხივე სეზონს.”

„იდეა პანორამას” მშენებლობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და დასრულდება 2025 წლის შემოდგომაზე. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ, რაც უზრუნველყოფს მშვიდ და სანდო ინვესტიციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: www.ideadevelopment.ge ან დაუკავშირდით ნომერზე: +995 599 511 911.

[R]

BTUAI-ის ინოვაციური რესურსებით პროფესიონალთა AI გადამზადება იწყება

IT აუთსორსინგი: თანამედროვე ბიზნესის წარმატების გასაღები