in ,

თბილისის ქუჩებში „მოხეტიალე“ ქოთნის მცენარეები გამოჩნდნენ – #შეიფარემცენარე

თბილისის ქუჩებში გამოჩენილი „მოხეტიალე“ ქოთნის მცენარეები მყუდრო სახლისა და ერთგული პატრონის მოლოდინში არიან. ამიტომაც, თუკი ქუჩაში შემთხვევით შენიშნავთ რომელიმე მათგანს მწვანე ეტიკეტით,- #შეიფარემცენარე, შეგიძლიათ წაიღოთ და მოუაროთ.

BOG
BOG

14666164_916817268462109_4041484123370535165_n

აქციის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩაზე დაიდო ქოთნის მცენარეები (დღეში 50 ერთეული), რომლებზეც მიმაგრებული იყო ეტიკეტი წარწერით, – “#შეიფარემცენარე“ და „ეს მცენარე არის 380 წლის, შეიფარე და გააგრძელე ისტორია“.  ქუჩაში მოულოდნელად ნაპოვნ მცენარეებს გამვლელები იღებდნენ და თან მიჰქონდათ მოსავლელად.

ქოთნის ყვავილები გამოჩნდნენ ქუჩებში, სკვერებში, საბავშვო მოედნებზე, საავადმყოფოებთან, სასწავლო დაწესებულებებსა, თუ სხვადასხვა კომპანიის კართან. აქცია 2016 წლის 7 ნოემბერს დაიწყო და ამ დრომდე არც ერთი დარჩენილა თავშესაფრისა და ერთგული პატრონის გარეშე. შესაბამისად, კამპანიის მიზანი, რომ თითოეული მცენარით ბუნების სიყვარული გააზიაროს, მიღწეულია.

ჯერჯერობით უცნობია ყველაზე მთავარი, ვინ არის ამ აქციის მთავარი „დამნაშავე“?! თუ ვინაა სინამდვილეში კამპანიის ორგანიზატორი და რატომ არიან მცენარეები 380 წლის, საზოგადოებისთვის პარასკევს გახდება ცნობილი.

მათ, ვისაც მცენარეების შეფარების საშუალება არ მიეცათ, დასკვნით ღონისძიებაზე უფასოდ გადაეცემათ სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეები. თუ სად და როდის ჩატარდება დასკვნითი ღონისძიება, ესეც ამ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

15027977_933747746769061_1064005115742342437_n 15003427_935033516640484_3687060553747831475_o14938142_931632670313902_553785336831070571_n 14962559_926276630849506_3034227453190337675_n 14716220_916823255128177_1095151085492447230_n 14731276_916817978462038_5728104613455026807_n

პაემანი ნებისმიერ ამინდში შედგება, როდესაც გვერდით Mercedes–ია!

“ჯარა” – ქართული დოკუმენტური ფილმი, რომლის მთავარი გმირი ფუტკარია [VIDEO]