დილაა თუ საღამო, სადღაც მიგვეჩქარება – სამსახურში ან უნივერსიტეტში, მერე უკან – სახლში. ხანდახან უბრალოდ მეგობრებთან დროის გატარება გვინდა და დათქმულ დროს ვერ ვახერხებთ გამოჩენას. ბევრჯერ მოსმენილი „ბოდიში, საცობში ვიყავი“ ისევ აქტუალურია.
ქალაქში გართულებული გადაადგილების ეკომეგობრულ და ფერად პასუხად ზუმერმა მორიგი კომუნიკაცია წამოიწყო. ამჯერად ბრენდის მოწოდებაა: „შეიფერე სკუტერები, რას ელოდები?“
სმარტფონების, აუდიო ტექნიკის და სმარტ გაჯეტების შესახებ ბრენდის არაერთი კამპანია შეგვიძლია გავიხსენოთ. თუმცა ზუმერის მხრიდან, ახალი კამპანია პირველი მასშტაბური კომუნიკაციაა მიკრომობილობისა და სკუტერების მიმართულებით.
ზოგადად, ბოლო წლებში ელექტროსკუტერებით გადაადგილება გლობალურად პოპულარული გახდა და ეს ტრენდი საქართველოს მსხვილ ქალაქებზეც აისახა. სკუტერები გადაადგილების „მწვანე“ და ბიუჯეტურ ალტერნატივად სხვადასხვა ცხოვრების წესის მიმდევართათვის გამოდგება. სტუდენტი იქნება, ოფისში დასაქმებული თუ თავგადასავლების მოყვარული – სკუტერით სიარული, რატომაც არა?
სკუტერით სარგებლობისას ნაკლებ დროს კარგავ, გარემოს ზიანი არ ადგება, დატენვა ადვილია, პარკინგის პრობლემა არ არსებობს, მოვლასაც არ სჭირდება დიდი ძალისხმევა. თანაც სკუტერით ისეთი ადგილების მონახულება-აღმოჩენაც შეიძლება, სადაც მისვლა მანქანით რთულია, სკუტერით – სახალისო.
ამჟამად ზუმერში Segway-Ninebot-ის სკუტერებია ხელმისაწვდომი. Segway-Ninebot-ის მოდელები სიმსუბუქით და კომპაქტურობით გამოირჩევა და ამ თვალსაზრისით, ურბანული გარემოსთვისაა გათვალისწინებული. საფასო კატეგორიიდან გამომდინარე, სკუტერებს განსხვავებული მონაცემები აქვს. მაგალითად, შედარებით მძლავრი D38E მოდელი 30 კმ/სთ–მდე სიჩქარეს ავითარებს, ერთი დატენვით 65 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია და წინა და უკანა განათებებითაა აღჭურვილი.
როგორც ჩანს, სკუტერების აქცენტირებით, ზუმერს ფილიალებსა და zoommer.ge-ზე წარმოდგენილი ტექნიკის მრავალფეროვნების ხაზგასმაც სურს. ყურსასმენი იქნება, საოფისე ლეპტოპი, გეიმინგ კონსოლი თუ სკუტერი, ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელში არსებული მოდელები ყველა გემოვნების ადამიანსა და მათ ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული.
შეიფერე, რას ელოდები?