ადამიანებისთვის ტექნოლოგიური სიახლეები ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მათ გარეშე ბევრის ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია, მაგრამ არის ისეთი რაღაც, რასაც ტექნოლოგია ვერასდროს ჩაანაცვლებს.
ტაილანდურმა მობილურმა კომპანიამ გადაიღო რეკლამა, სადაც გვახსენებს, რომ სიყვარულს ტექნიკური სიახლეებით ვერასდროს ვერ შევცვლით. საინტერესოა, როდესაც კომპანია, რომელიც წესით თავის პროდუქტს შეუცვლელად და შეუდარებლად უნდა გვაწვდიდეს და გვარწმუნებდეს მის უნიკალურობაში ირჩევს რადიკალურად სხვა გზას და გვეუბნება, რომ ტექნოლოგია გრძნობებს ვერ შეცვლის.