in

“შეიყვარე საკუთარი თავი” – The Body Shop-ის კამპანია

“მოდით, ყველამ თითო ქმედება განვახორციელოთ საკუთარი თავის შესაყვარებლად”

The Body Shop ბრიტანული თავის მოვლის საშუალებების ბრენდია, რომელიც 1976 წელს ბრაიტონში, ინგლისში დააარსა ანიტა როდიკმა. B Corp-ის მიერ სერთიფიცირებული ბრენდი მომხმარებლებს ეთიკური გზით წარმოებულ უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას სთავაზობს და ცდილობს პოზიტიური ცვლილებები შეიტანოს მსოფლიოს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებში.

მე ვუყურებ საკუთარი თავის სიყვარულის ნაკლებობას, როგორც ემოციურ პანდემიას, რომელიც, სამწუხაროდ, ყველაზე მეტ გავლენას ახდენს ახალგაზრდა ქალებზე. როცა ქალი, ამაყობს და იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის, ეს არის სოციალური და პოლიტიკური მდგრადობის აქტი. მოდით, ყველამ თითო ქმედება განვახორციელოთ საკუთარი თავის შესაყვარებლად”- ჯამელა ჯამილი.

The Body Shop-ისა და წამყავნი კვლევითი კომპანიის Ipsos-ის მიერ ჩატარებულმა  კვლევამ გამოავლინა საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის კრიზისი ქალებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კვლევაში მონაწილე 22 000 ქალიდან ყოველი მე-2 გრძნობს საკუთარი თავის მიმართ უფრო მეტ ეჭვს, ვიდრე სიყვარულს და ქალების 60%-ს სურს ჰქონდეს საკუთარი თავის მიმართ მეტი პატივისცემა.

კვლევის საგანი იყო ასევე თუ რა ზეგავლენა მოახდინა Covid-19-მა ქალების თვითშეფასებაზე და რაც უნდა გასაკვირი იყოს, დასკვნის თანახმად პანდემიამ უფრო მეტად პოზიტიური გავლენა იქონია, ვიდრე უარყოფითი საკუთარი თავის სიყვარულისადმი.

ერთი საკამათო საკითხი, როცა საქმე საკუთარი თავის სიყვარულს ეხება არის სოციალური მედია. კვლევის შედეგად აქტიური მომხმარებლები 2-ჯერ მეტ ემოციურ დახმარებას იღებენ, ვიდრე პასიური მომხმარებლები. რაც მიუთითებს იმას, რომ სოც.მედიამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქალთა მხარდაჭერის საკითხებში. თუმცა, საგულისხმოა, რომ ასევე კვლევის შედეგების თანახმად, აქტიური მომხმარებლები გამოირჩევიან დაბალი თვითშეფასებით, რადგან ისინი ხშირად ადარებენ საკუთარ თავს სხვებს და არ არიან კმაყოფილები თავიანთი გარეგნობით.

The Body Shop ამის საპასუხოდ იწყებს გლობალურ მოძრაობას “Self Love Rising”, რომელსაც მხარს უჭერს ბრიტანელი აქტივისტი და მსახიობი ჯამელა ჯამილი და თერაპევტი სარა კუბურიჩი. მოძრაობის მიზანია მეტი საკუთარი თავის სიყვარულის გავრცელება და ამ კუთხით პოზიტიური ცვლილებების შექმნა მთელს მსოფლიოში.

ამ მოძრაობას უერთდება საქართველოს ბოდი შოპიც, რადგან ვფიქრობთ, რომ საკუთარი თავის სიყვარული საწყისია ყოველგვარი კეთილდღეობის.

არასამთავრობო ორგანიზაცია “Grlzwawe”-სთან ერთად Facebook-ზე შევქმენით დახურული ჯგუფი #ნუდამიწესებსტანდარტს, სადაც სხვადასხვა ასაკის ქალები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, როგორ გადააბიჯეს სტანდარტებს და შეიყვარეს საკუთარი თავი. ამ ისტორიებით შეიქმნა ციფრული წიგნი, რომელიც გვსურს გახდეს მოტივატორი სხვა ქალებისთვის.

ონლაინ ჟურნალ “Hammock”-თან ერთად წარმოვადგენთ ვიდეოების სერიას, სადაც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქართველი ქალები ჰყვებიან თავიანთ გამოცდილებაზე.”

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გვინერგავს “Deepfake” ცრუ მოგონებებს გონებაში?

„National Geographic Magazine – საქართველოს“ ავტორი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის მთვარი პრიზის მფლობელია