როდესაც ინტერნეტში ცდილობთ ვიდეო ჩატვირთოთ ან რაიმე სხვა ოპერაცია გააკეთოთ, არის მომენტი, როდესაც ბრაუზერი/კომპიუტერი მუშაობას აჩერებს.
ეს ოპერატიული მეხსიერების იმ ნაწილის ბრალია, რომელიც ბუფერზეა პასუხისმგებელი. ბუფერი გასაწმენდია და შესაბამისად ოპერატიული მეხსიერებაც ხარვეზებით მუშაობს.
იგივე სქემა, რომ ჩვენს მუშაობაში გადმოვიტანოთ ანალოგიურ პრობლემას წავაწყდებით. “გადატვირთვა” და დასვენება გვჭირდება. ანუ გვჭირდება პატარა “კუნძული”, სადაც მუშაობის დროს დავისვენებთ და ახალი ძალით შევუდგებით საქმეს.
შეხვედრების დაწყების წინ ყოველთვის გამოინახება რამოდენიმე წუთი, როდესაც შეგიძლიათ არასაჭირო ინფორმაცია გადაყაროთ. ყველაფერი, რაც საჭიროა მწყობრში მოიყვანოთ ან მთლიანად გაასუფთაოთ თქვენი გონება და მზად მოიყვანოთ ახალი ინფორმაციის მისაღებად. თუ თქვენ შეგიძლიათ თქვენი შეხვედრების გრაფიკის შედგენა და ეს სხვაზე არაა დამოკიდებული მაშინ იოლია დრო გადაანაწილოთ ისე, რომ “კუნძულისთვისაც” მოიცალოთ.
ერთი ამოცანიდან მეორეზე გადასვლას ნუ დაასწრაფებთ, ისევე როგორც კომპიუტერს უჭირს ბევრი ინფორმაციის დამუშავება და ერთდროულად რამოდენიმე ოპერაციის შესრულება, ასევეა ადამიანიც.
კუნძული შეიძლება აღმოჩნდეს გზა სამსახურიდან სახლამდე ან პირიქით. როდესაც ჩუმად მიდიხართ, არაფერზე არ ლაპარაკობთ ან ფიქრობთ. ყველას თავისი “კუნძული” აქვს, რთულია თქვა, როგორ დაისვენო ან როგორ განიტვირთო, ამის სხვადასხვა ხერხები არსებობს. მთავარია არ დაგავიწყდეთ, როგორც კომპიუტერს ესაჭიროება ბუფერი, ასევე თქვენც გჭირდებათ “თქვენი კუნძული”.