in

შეიქმნა მსოფლიოს უსწრაფესი გარე მყარი დისკი – 4K ფილმს წამებში გადმოტვირთავთ!

ის შეგიძლიათ, სხვადასხვა მოწყობილობას დაუკავშიროთ

დიდი შანსია, რომ ამ ვებ-გვერდის ჩატვირთვას უფრო დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე GigaDrive-ს 4K ფილმის ჩამოსატვირთად დასჭირდებოდა. ეს ძალებისა და სარგებლის ერთგვარი ერთობლიობაა. ის ძალიან სწრაფია და სულ რაღაც თითის ზომის SSD-ზეც კი შეგიძლიათ, თქვენი მონაცემები მუდამ თან ატაროთ, თანაც სრულიად უსაფრთხოდ –  განსხვავებით “ღრუბლოვანი მეხსიერებისა”, ამ შემთხვევაში მომხმარებელთა მონაცემები “პირად სივრცეში” რჩება და არ საჭიროებს ინტერნეტს.

GigaDrive-ში 4 ტერაბაიტი მოცულობის შენახვა შეგიძლიათ და მისი შესაძლებლობები ასეთ პატარა ტექნოლოგიას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ის თავსებადია ნებისმიერ მოწყობილობასთან – მუშაობს როგორც ლეპტოპზე, მობილურ ტელეფონზე, ტაბლეტზე, კამერასა და სათამაშო კონსოლზეც კი. წაკითხვისა და წერის (ზოგადად, ინფორმაციის მიმოცვლის) სიჩქარეა 2800 მბ/წმ-ში და 2500 მბ/წმ-ში და როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ეს ყველაზე სწრაფი SSD-ია მსოფლიოში.

ახლად შექმნილი SSD საკმაოდ მრავალფუნქციურია. ის შეგიძლიათ, გამოიყენოთ, როგორც თქვენი მოწყობილობის დამატება, მაგალითად, მასზე პირდაპირ ჩაწეროთ ვიდეოები, მაღალი გარჩევადობის კამერით. ან უბრალოდ, მისი დახმარებით ითამაშოთ სხვადასხვა ვიდეო თამაშები Switch-სა და PS5-ზე.

ამგვარი სიჩქარის დროს ყველაზე მეტად ერთი რამ არის საფრთხილო – გადახურება. მაგალითად, გამოიყენეთ სუპერ-სწრაფად დამტენი მოწყობილობა მობილურისთვის და შეამჩნევთ, რომ ენერგიასა და სითბოს შორის საკმაოდ შემაშფოთებელი კავშირია. ამის თავიდან ასაცილებლად, GigaDrive ანოდირებულ ალუმინს იყენებს, რომელიც ორმაგი თერმული ბალიშებისა და ძლიერი დინამიკური ოპერატიული მეხსიერებისგან შედგება, რაც სითბოს სწრაფად გადანაწილების საშუალებას იძლევა. ამის დახმარებით, GigaDrive მუდამ ოთახის ტემპერატურას ინარჩუნებს და შესაბამისად, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სრული დატვირთვით მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ GigaDrive საკმაოდ გამძლეა – 30 წუთის განმავლობაში 3 მეტრამდე ჩაძირვაც კი დასაშვებია.

როგორც მისი შემქმნელები გვპირდებიან, მოწყობილობა ყველასათვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება.

მსოფლიოში ყველაზე დიდ ტილოზე შესრულებული ნახატი 62 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

როგორ შევინარჩუნოთ გაცნობიერებული მდგომარეობა, დისტანციურად მუშაობის დროს?