in

შეიყვარეთ ნეთვორქინგი!

R1605J_NIEMI-850x400

„მეზიზღება ნეთვორქინგი“ – მუდმივად გვესმის  აღმასრულებლებისგან, მაღალი თუ დაბალი რგოლის მენეჯერებისა და სპეციალისტებისგან და ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტებისგან. მათი თქმით, ნეთვორქინგი დისკომფორტის და სიყალბის შეგრძნებას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ეს ბუნებრივად გამოსდის – კონკრეტულად კი ექსტროვერტებს, რომლებიც სოციალურ ინტერაქციის გარეშე ვერც ცხოვრობენ – ბევრისთვის ნეთვორქინგი პირფერობასთან, ექსპულატაციასთან და სიცრუესთან ასოცირდება.

მაგრამ დღევანდელ სამყაროში ნეთვორქინგი აუცილებელია. უამრავი კვლევა ნათლად ადასტურებს, რომ პროფესიულ ქსელებს უკეთესი სამსახურისკენ და ბიზნეს შესაძლებლობებისკენ, ფართო და ღრმა ცოდნისკენ, ინოვაციების შექმნის გაუმჯობესებული უნარისკენ, სწრაფი გაუმჯობესებისკენ და გაცილებით დიდი სტატუსისა და ავტორიტეტისკენ მივყავართ. პროფესიული ურთიერთობების შექმნა და განვითარება სამუშაოს ხარისხსაც აუმჯობესებს და სამუშაოთი კმაყოფილებასაც.

ჩრდილოეთ ამერიკაში დაფუძნებული იურიდიული კომპანიის 165 იურისტის გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ მათი წარმატება პირდაპირ კავშირშია მათ უნართან დაამყარონ როგორც შიდა (მათთვის კლიენტების მიმაგრებისთვის), ასევე გარე (კომპანიისთვის ახალი კლიენტების მოძიებისთვის) ურთიერთობები. იმ იურისტებს, რომლებიც ამ აქტივობებს არასასიამოვნო ქცევად მიიჩნევდნენ და თავს არიდებდნენ მათ, კოლეგებზე ნაკლები კლიენტები ჰყავდათ.

  1. ფოკუსირდით სწავლაზე

ადამიანების უმრავლესობა ორი დომინანტური მოტივაციური ფოკუსით მოქმედებს – ის რასაც ფსიქოლოგები „განვითარებაზე ორიენტირებულ“ და „არიდებაზე ორიენტირებულ“ გონების წყობას უწოდებენ. პირველ ჯგუფში გაერთიანებული ადამიანები ნეთვორქნგს ზრდის, განვითარების და წარმატების საშუალებად აღიქვამენ, მაშინ, როცა მეორე ჯგუფის ინდვიდები მას პროფესიული საჭიროებიდან გამომდინარე სავალდებულო აქტივობად ნათლავენ.

აშშ-სა და იტალიაში სტუდენტებსა და დასაქმებულებს შორის ჩატარებული ლაბორატორიულ ექსპერიმენტები და დამატებით 165 იურისტის გამოკითხვა ორივე ტიპის აზროვნების შედეგების დოკუმენტირების საშუალებას იძლევა. განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები პროფესიულ ქსელებში სიამოვნებით და ინტერესით ერთვებიან და მათი გონება ნებისმიერი შესაძლებლობის მისაღებად მზადაა. არიდებაზე ორიენტირებული ადამიანები კი, ნეთვორქინგს აუცილებელ ბოროტებად აღიქვამენ და თავს ყალბად გრძნობენ, შესაბამისად იშვიათად ერთვებიან პროფესიულ ქსელებში, რაც თავის მხრივ სამუშაო წარუმატებლობის საფუძველი ხდება.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა კეროლ დვეკმა თავის კვლევაში აჩვენა, რომ თქვენი გონების წყობის არიდებიდან განვითარებაზე გადატანა შესაძლებელია, ისე რომ, ნეთვორქინგს რუტინის ნაცვლად, სწავლის და განვითარების შესაძლებლობად აღიქვამთ.

განვიხილოთ სამუშაოსთან დაკავშირებული სოციალური ღონისძიება, რომელზე დასწრებასაც ერთგვარ ვალდებულებად მიიჩნევთ. შეგიძლიათ თქვენს თავს უთხრათ: „მეზიზღება ასეთი ღონისძიებები. სპექტაკლი უნდა დავდგა და თანაც ისე უნდა მოვიქცე, თითქოს მომწონს კიდეც ის“. ან შეგიძლიათ სხვა რამ უთხრათ საკუთარ თავს: „შეიძლება საინტერესოც კი იყოს. ხანდახან საუბრისას მოულოდნელად ახალი იდეა შეიძლება გაგიჩნდეს, რაც ახალ გამოცდილებასა და შესაძლებლობამდე მიგიყვანს“.

თუ ინტროვერტი ბრძანდებით, რა თქმა უნდა ექსტროვერტად გადაქცევის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ იქნება. მაგრამ ყველას შეუძლია აირჩიოს ნეთვორქინგისას რომელ მოტივაციური ფოკუსს აირჩევს. კონცეტრირდით პოზიტივზე – როგორ დაგეხმარებათ თქვენი სამუშაოსთვის საჭირო ცოდნის და უნარების გაუმჯობესებისთვის – და აქტივობაც მეტად სასარგებლოდ მოგეჩვენებათ.

  1. ეძებეთ საერთო ინტერესები

ნეთვირქინგის დადებითად აღქმის შემდეგი ნაბიჯი, იმის გააზრებაა, თუ როგორ შეიძლება თქვენი და ქსელში ჩართული ადამიანების ინტერესები და მიზნები ერთმანეთს მიესადაგოს და როგორ დაგეხმარებათ ეს კონსტუქციული სამსახურებრივი ურთიერთობების დამყარებაში. ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი ბრაიან უზი ამას საერთო ინტერესების პრინციპს უწოდებს. „დიდი ქსელი არა შემთხვევითი ურთიერთობებით დგება, არამედ შედარებით მაღალ-ფსონიანი კავშირებით“, ამბობს ის. სოციალური ფსიქოლოგიაში ჩატარებული უამრავი კვლევა ნათლად ადასტურებს, რომ ადამიანები მაშინ ამყარებენ ყველაზე გრძელ-ვადიან და თანამშრომლურ ურთიერთობებს, როცა ისეთ დავალებაზე მუშაობენ, სადაც ყველა მხარის კონტრიბუცია მნიშვნელოვანის. მართლაც, INSEAD-ის მიგელ სოუსა ლობოსთან ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ ეს „დავალების ურთიერთდამოკიდებულება“ პროფესიული ურთიერთობებში ერთ-ერთი პოზიტიური მუხტი შეიძლება იყოს.

განვიხილოთ მედია ინდუსტრიის სერიული მეწარმის, კლაუდ გრუზინსკის მიდგომა, როცა ბრიტანული ანდერგრაუნდის სტილის და ჟურნალ Dazed & Confused-ის დამფუძნებელს ჯეფერსონ ჰაქს შეხვდა. მაშინ 22 წლის გრუზინსკიმ, რომელიც ლონდონში თავისი პირველი ბიზნესის, ურბანული ჰიპ-ფოპ ჟურნალის დაფუძნებისთვის ემზადებოდა, შეხვედრამდე ჰაქზე ყველა ის ინფორმაცია მოიპოვა, რაც კი შეძლო.

„ყველა მისი ჟურნალი წავიკითხე, ვნახე რაზე წერდა და როგორ ბენდებს განიხილავდა“, ამბობ გრუზინსკი. „ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ ვფიქრობდი, სანამ შევხვდებოდი ამ გზით მის პიროვნებას კარგად გავიცნობდი“. ამ ცოდნით შეიარაღებული და იმაში დარწმუნებული, რომ მას და ჰაქს მსგავსი მსოფლმხედველობა და მისწრაფებები ჰქონდათ, გრუზინსკი უფროს კოლეგასთან შეხვედრისას გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს.

როცა თქვენი ქსელში ჩართვის სურვილი სუბსტანციურ, საერთო სურვილბზეა დაფუძნებული, რაც თქვენი კვლევა-ძიების შემდეგ აღმოაჩინეთ, გაცილებით ადვილად დაინახავთ თქვენი ქსელის მნიშვნელობას და ავთენტურობას და ამ თვისებებით შეწონილ ურთერთობებსაც დაამყარებთ.

  1. იფიქრეთ იმაზე, რისი გაცემა შეგიძლიათ

მაშინაც კი, თუ საერთო ინტერესები არ გაქვთ, შესაძლოა იმაზე იფიქროთ, თუ რისი გაცემა შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, ეს არცთუ ისე მარტივია. ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო (ორგანიზაციაში ყველაზე გამოუცდელები არიან, უმცირესობას ეკუთვნიან) თავს უძლურად მიიჩნევენ ხშირად ფიქრობენ, რომ გასაცემიც არაფერი აქვთ და შესაბამისად, მათი ქსელში ჩართვაც ნაკლებადაა მოსალოდნელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთობებით სწორედ ისინი მიიღებენ ყველაზე მეტ სარგებელს.

ამ პრობლემას ორი კვლევა შეეხო. ერთ-ერთი მათგანი ზემოთ ნახსენები იურიდიული კომპანიის კვლევაა, რომელშიც განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე მყოფი იურისტების სხვადასხვა ჯგუფები ჩაერთნენ. უფროსი სპეციალისტები ორგანიზაციაში მეტი გავლენის გამო ნეთვორქინგისას უმცროს სპეციალისტებზე გაცილებით კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ამით ბევრი რამის ახსნა შეიძლება. როცა ადამიანს სჯერა, რომ სხვას ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს, იქნება ეს ბრძნული რჩევა, მენტორობა, თუ რესურსები, ნეთვორქინგი შედარებით ადვილია და ნაკლებად ეგოისტურად აღიქმება.

ეს აღმოჩენა კონტროლირებადი ექსპერიმენტით დასტურდება: ადამიანები, რომლებშიც ძალაუფლების გრძნობა გამოვიწვიეთ ნეთვორქინგს ნაკლებად არამიმზიდველად აღიქვამდნენ და ქსელში ჩართვის მეტ სურვილს გამოთქვამდნენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც ნაკლები ძალაუფლების მქონეს როლი მივანიჭეთ.

თუ ნეთვორქინგი თავს არაპატიოსნად გაგძნობინებთ, გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ

ბევრი ადამიანისთვის ნეთვორქინგი იმდენად უსიამოვნოა, რომ თავს მორალურად და ფიზიკურად არაპატიოსნად გრძნობენ. კონტროლირებად ექსპერიმენტში სხვადასხვა ორგანიაზიაში დასაქმებულ 306 ადამიანს სთხოვდნენ აღეწერათ სიტუაცია, როცა გარკვეულ ქსელებში ან პროფესიული განვითარების ან მეგობრების შეძენის მიზნით ერთვებოდნენ. შემდეგ კი ქვეცნობიერის შესაფასებლად სთხოვდნენ სიტყვის ფრაგმენტების დასრულებას: W_ _ H, S H _ _ E, და S _ _ P. პირველად ეს მეთოდი მართვის როტმანის სკოლის პროფესორმა ჩენ-ბო ჟონგმა და მერიოტის მართვის სკოლის პროფესორმა კატია ლილჯენქუისთმა გამოიყენეს.

ექსპერიმენტის ის მონაწილეები, რომლებიც პროფესიულ ნეთვორქინგს აღწერდნენ, სოციალურ ნეთვორქინგის აღმწერ მონაწილეებზე ხშირად წერდნენ WASH, “SHOWER” და SOAP – ს, სიტყებს, რაც სისუფთავესთან ასოცირდება. მაშინ როცა სოციალური ნეთვორქინგის აღმწერი მონაწილეები – WISH”, “SHAKER” და STEP” ს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისდა მიუხედავად, რომ ექსპერიმენტის იმ მონაწილეების უმრავლესობა, რომლებიც სოციალიზაციის და მეგობრების შესაძენად აღწერილ ნეთვორქინგს დადებითად აფასებდნენ, კარიერის განვითარებისთვის გამიზნულ ნეთვორქინგს მკაფიოდ უარყოფით შეფასებას აძლევდნენ. უარყოფითი შეფასება მხოლოდ არ მოწონებასა და დისკომფორტში არ გამოიხატება. ეს მორალური სიბინძურის და სიყალბის გაცილებით ღრმა შეგრძნება იყო.

თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაბალი რანგის და ნაკლები ძალაუფლების მქონე ადამიანებს იმაზე მეტი აქვთ სხვებისთვის შესათავაზებელი, ვიდრე თვითონ წარმოუდგენიათ. თავიანთ წიგნში „გავლენა ავტორიტეტის გარეშე“, ალან კოენი და დევიდ ბრედფორდი აღნიშნავენ, რომ ადამიანების უმრავლესობა თითქმის ვერ აფასებს იმ თავის რესურსებს, რაც სხვისთვის მეტად ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს. ისინი ისეთ ხელშესახებზე ფოკუსირდებიან, როგორიცაა ფული, სოციალური კავშირები, ტექნიკური მხარდაჭერა და რეპუტაცია. მაგალითისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მენტორებს როგორც წესი სხვების დახმარება მოსწონთ, ეს პროცესი გაცილებით მეტად სიამოვნებთ, თუ გაწეული სამსახურისთვის მადლობას გადაუხდიან.

რაც უფრო გულწრფელია მადლიერების გამოხატულება, მით მეტს ნიშნავს ის მიმღებისთვის. მრჩევლის სამსახურებრივ რეპუტაციაზე ასევე დიდ გავლენას ახდენს მადლობის საჯაროდ გამოცხადება.

ადამიანებს აგრეთვე მოსწონთ ისინი, ვინც მათი ფასს და ნიშან-თვისებებს კარგად ხედავენ და რომლებიც მათ ჩართულობას უზრუნველყოფენ. ტორონტოში დაფუძნებული კანადური უძრავი ქონების მართვის კომპანიის არგენტინელი აღმასრულებელი ხუანი ნედრიკზე, გერმანელ ახალგაზრდა თანამშრომელზე ყვება, რომელმაც თავისსავე ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირში ყველა თანამშრომელი ჩართო. მის მსგავს ემიგრანტებს – და ასეთები ბევრნი იყვნენ, რამდენადაც კომპანია სწორედ ეროვნული დივერსიფიკაციით გამოირჩეოდა – როგორც იქნა კოლეგებთან ერთად რაღაც სასიამოვნო საქმის კეთების საშუალება გაუჩნდათ და ჰენდრიკის სტატუსიც და კავშირებიც სწრაფად გაიზარდა. თავისი დაბალი პოზიციის მიუხედავად, რაღაც ახალი ფასეულობის შექმნა ადვილად შეძლო.

თქვენ ისეთი უნიკალური ცოდნა და ხედვებიც შეიძლება გაგაჩნდეთ, რომელიც იმ ადამიანებისთვის იქნება გამოსადეგი, ვისთანაც კონტაქტს ამყარებთ. მაგალითისთვის, ახალგაზრდა თანამშრომლებს მათ უფროს კოლეგებზე მეტი ინფორმაცია აქვთ ახალი თაობის მიმართულებებზე, ახალ ბაზარსა და ტექნოლოგიებზე. გრუზინსკი ამის დამადასტურებელი მაგალითია. „ვიცოდი, რომ ჯეფერსონს, ჰიპ-ჰოპის ექსპერტს, რაღაცას შევძენდი“. ურთიერთობა ორივე მხარისთვის მომგებიანი აღმოჩნდა.

როცა იმაზე უფრო მეტს ფიქრობთ, რა შეგიძლიათ სხვას მისცეთ და არა რა მიიღოთ მისგან, ნეთვორქინგს საკუთარ თავზე ნაკლებად მორგებულად და მეტად უანგაროდ აღიქვამთ და შესაბამისად, თქვენ მიერ დახარჯული დროსაც მეტად გაამართლებთ.

  1. დაისახეთ უფრო დიდი მიზანი

ეფექტური ნეთვორქინგის და ადამიანების ინტერესების განმსაზღვრელი კიდევ ერთი ფაქტორი ის მიზანია, რომლითაც ისინი ამ დროს ხელმძღვანელობენ. იურიდიულ კომპანიაში ჩატარებული კვლევა გვანახებს, რომ ის ადვოკატები, რომლებიც ურთიერთობების დამყარებისას პირად სარგებელზე („ჩემი კარიერის განვითარება“) მეტად კოლექტიურ სარგებელზე კონცეტრირდებოდნენ („ჩემი კომპანიის მხარდაჭერა“ და „ჩემი კლიენტებისთვის დახმარების გაწევა“) გაცილებით ავთენტურად და ნაკლებად ყალბად გრძნობდნენ თავს, უფრო ადვილად ერთვებოდნენ სხვადასხვა ქსელებში და  შედეგად, მეტადაც იყვნენ დასაქმებული.

ნებისმიერი სამუშაო აქტივობა მეტად მიმზიდველია, როცა ის დიდ მიზნებთან არის დაკავშირებული. ასე რომ, თქვენი ნეთვორქინგიც ამ კუთხით განიხილეთ. ეს მიდგომა ქალ აღმასრულებლებს ჟურნალისტებთან და პუბლიცისტებთან ურთიერთობისას დისკომფორტის დაძლევაში ეხმარება. როცა მათ ვახსენებთ, რომ ქალები ბიზნესში ნაკლებად არიან წარმოდგენილი და მედიის ყურადღება მათ გენდერული თანასწორობის აღდგენაში დაეხმარება, მათი ღრმად გამჯდარი თავშეკავება პოზიციებს თმობს.

ანდრეა სტეირსმა, კანადის ებაის მმართველმა დირექტორმა, თავისი მიდგომა სწორედ ამ მიმართულებით შეცვალა. „უნდა დამეძლია ის შეგრძნება, რომ ჩემი მედიაში გამოჩენა ეგოისტური და შეუფერებელი იქნებოდა“, ამბობს ის. „გავაცნობიერე, რომ ჩემი მედიაში გამოჩენა სინამდვილეში ჩემი კომპანიისთისაც კარგი იქნებოდა და ზოგადად ქალების ბიზნესში მოღვაწეობისთვისაც. ჩემ მიერ ამ ნაბიჯის ჩემი კოლეგების და სხვა ქალი პროფესიონალების მხარდაჭერად აღქმა, იმ ნაბიჯების გადადგმასა და ურთიერთობების დამყარებაში დამეხმარა, რასაც, ადრე არც კი ვიფიქრებდი“.

ჩვენს უმრავლესობას ნეთვორქინგის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ეს მეტად მნშვნელოვანია ჩვენი პროფესიული წარმატებისთვის, თუმცა, მაინც იძულებით და ხშირად უსიამოვნო ქცევად მივიჩნევთ. ეს სტრატეგიები თქვენი ავერსიების დაძლევაში დაგეხმარებათ. გონების განვითარების წყობაზე გადასვლა, საერთო ინტერესების იდენტიფიცირება და განვითარება, თქვენი შესათავაზებელი შესაძლებლობებზე წარმოდგენის გაფართოება და საკუთარი თავის დიდი მიზნებით მოტივირება ურთერთობების შენებისას მეტი სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ.

წყარო: Harvard Business Review

web-rubrikis-sponsori-150dpi-01



როგორ მივიღოთ მოგება წარუმატებლობისგან? – HBR

შეხვდი სიკვდილს ელეგანტურად – Centrepoint–ის ვიდეორგოლი