in

შეკითხვა, რომელიც თანამშრომლებს უნდა დაუსვათ

თუ გსურთ, თანამშრომლებმა სამუშაო სივრცეში თავი კომფორტულად იგრძნონ, უნდა დაუსვათ შეკითხვა: რა გჭირდებათ?

ამჟამად დასაქმებულები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან: სტრესის რეკორდულად მაღალი დონე, ბავშვთა მოვლის მუდმივი კრიზისი, ფსიქიკური ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა. თუმცა, ამ ერთ შეკითხვას, შეუძლია, თანამშრომლებისთვის იდეალური გარემო შექმნას. 

Deloitte-ის 2024 წლის Women at Work ანგარიშის მიხედვით, არსებობს უამრავი გამოწვევა, რომელიც ქალებს აწუხებს სამუშაო ადგილზე. გასულ წელთან შედარებით, ნაკლები ქალი აღნიშნავს, რომ დამსაქმებლების მხარდაჭერას გრძნობს სამუშაოსა და გარე ვალდებულებების გასამკლავებლად. ათი გამოკითხულიდან მხოლოდ ერთი გრძნობს თავს კომფორტულად სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის კუთხით. 

ეს ერთი შეკითხვა კი სტიმულის მიმცემია ბევრი ადამიანისთვის. მას შეუძლია თანამშრომლები შთააგონოს, რომ მოკავშირეები გახდნენ და უბიძგებთ, რომ ბევრად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ამასთანავე, „რა გჭირდება?“ ყოველთვის უფრო პროდუქტიული კითხვაა, ვიდრე „როგორ შემიძლია დაგეხმაროთ?“. ეს გეხმარებათ გაიგოთ პიროვნების ან ჯგუფის შესახებ და არ მათ ჰკიდებთ ტვირთს, რომ გასწავლოთ, როგორ იყოთ მოკავშირე.

ეს შეკითხვა შეგვიძლია განვავრცოთ კიდეც: „რა გჭირდებათ იმისთვის, რომ გქონდეთ სრულფასოვანი პროფესიული ცხოვრება, იგრძნოთ სიამოვნება იმით, რასაც აკეთებთ და ყოველდღე სრულად მომართული იყოთ სამუშაოს შესასრულებლად?“ ეს პროდუქტიულობის, მოტივაციისა და ჩართულობის აუცილებელი ელემენტია.

დღევანდელ დინამიკურ სამუშაო გარემოში, კომფორტის გრძნობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინდივიდების სურვილზე, დიდი წვლილი შეიტანონ ორგანიზაციის განვითარებაში. ამასთანავე, ბევრად მეტად ავლენენ თავიანთ სრულ პოტენციალს.

ლუნა სენსეიშენი – ჯანსაღი ხილი, გარანტირებული სარგებელი

4Hospitals-ის და ფიროსმანის ამბავი