წინასაახალწლოდ ველის სურვილების სიის გაზიარების ფუნქცია დაემატა! იმისთვის, რომ საახალწლო სურვილები მარტივად აიხდინო და ზუსტად ის საჩუქარი მიიღო, რაც ნამდვილად გინდა, უკვე შეგიძლია, ველიზე ღია სურვილების სია შექმნა და ნებისმიერ ადამიანს გაუზიარო.
მაქსიმალურად კომფორტული გამოცდილებისთვის შენს პროფილზე ორ სურვილების სიას აღმოაჩენ — დახურულს და ღიას, რათა თავად გადაწყვიტო, რომელი ნივთების გაზიარება გსურს.
გარდა ამისა, შენი ღია სურვილების ნახვას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომლებსაც ბმულს თავად გაუზიარებ. შესაბამისად, სხვა მომხმარებლები, შენგან დამოუკიდებლად, ღია სურვილების სიას ვერ ნახავენ.
„სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისთვის წლევანდელი ახალი წელი ველიმ სურვილების ასრულებას დაუკავშირა და ინოვაციური, საქართველოს იქომერს ბაზარზე პირველი გაზიარებადი სურვილების სიის ფუნქციონალი შექმნა“, — თათია კარიაული, VELI.store-ის ბრენდის ხელმძღვანელი.
„ველის ტექნოლოგიური მოდელიდან გამომდინარე, რომელიც სრულად შიდა რესურსითაა შექმნილი, სიახლეების ინტეგრაცია გაცილებით მოკლე დროშია შესაძლებელი, ვიდრე ზოგადად ამას სჭირდება ხოლმე. შესაბამისად, მუშაობის ამ ფუნქციონალის დამატება, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენი ტექ გუნდისთვისაც საინტერესო პროექტი აღმოჩნდა“, — ვაჟიკო ფრანგიშვილი, ველის CTO.
გამოცადე ღია სურვილების სიის შესაძლებლობები უკვე ველის ვებგვერდსა და აპლიკაციაში.
[R]