in

შექმენით სტრატეგია, რომელიც მთავარ გამოწვევებს უპასუხებს

კომპანიებისა თუ მთავრობების მიერ შექმნილი ძალიან ბევრი სტრატეგია სუსტია და ამასთან, საჭირო დიაგნოსტირებებსა თუ ქმედებებს არის მოკლებული. მიზეზი კი ის სოციალური მიმართულებაა, რომელშიც ადამიანები თავიანთ იდეებსა და ქცევებს სხვების ქცევებზე დაკვირვების მიხედვით ახორციელებენ. სწორედ ამიტომ აჩვენებს ნარკოდამოკიდებულებისა თუ სიმსუქნის კვლევები, რომ ეს ქმედებები გეოგრაფიულად ისე ვრცელდება, თითქოს გადამდები დაავადებები იყოს… სტრატეგიებად კი ინტერნეტში უამრავ შეუსაბამო რამეს თვლიან. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამიტომ, საჭიროა, განვსაზღვროთ, რა არის სინამდვილეში სტრატეგია. ტერმინის განხილვით რომ დავიწყოთ, უძველესი დროიდან იღებს სათავეს, ბერძნული სიტყვიდან στρατηγός მომდინარეობს და სამხედრო გენერალს ნიშნავს. სტრატეგიის არსი კი სწორედ იმ მოქმედებების განსაზღვრაა, რომლებიც კონკრეტული გამოწვევებისა თუ შესაძლებლობების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. იქნება ეს ჭადრაკი, ომი, ბიზნესი თუ პოლიტიკა, ძირითადი იდეა ენერგიისა და რესურსების ფოკუსირებაა იქ, სადაც ისინი ყველაზე კარგ შედეგს დადებენ. სტრატეგია არც მისწრაფებებისა და ამბიციების სიაა და არც ყველა ის იდეა, რომელზეც კომისიის წევრები ფიქრობენ, რომ კარგია… დიახ, ეფექტური სტრატეგიები კოორდინირებულ ქმედებებს მოიცავს და მიზნად კონკრეტული გამოწვევების დაძლევას ისახავს. 

რატომ არის სტრატეგია ასეთი რთული? 

ხშირად სტრატეგიული სიტუაციები გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრად უფრო რთულია… შესაბამისად, არც ადვილ არჩევანსა თუ მოქმედებას გთავაზობს. ამასთან, მრავალი საკითხიც არსებობს, რომელთა მნიშვნელობაზეც აღმასრულებელ დირექტორებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ამიტომ, ამ საკითხებზე მუშაობის უკან არსებული ძალები თუ ლოგიკა მაშინვე არც აშკარა ხდება. არც მკაფიო კავშირი არსებობს შესაძლო მოქმედებებსა და რეალურ სამყაროში არსებულ შედეგებს შორის.

ხშირად იმასაც ამბობენ, რომ სტრატეგია არჩევანს ეხება, თუმცა ცუდ სიტუაციებში არჩევანის გაკეთების საშუალებას ხშირად არ გვაძლევენ. ისინი უნდა მოიძიონ, შექმნან ან წარმოიდგინონ. ცხადი ალტერნატივები კი შეჭრა ან ბლოკადაა, შეიძინო რაღაც თუ არა… თუმცა სხვა გზა თითქმის ყოველთვის არსებობს. 

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ყველაზე რთული გამოწვევა ორგანიზაციულ საკითხებს უკავშირდება. შესაძლოა, ზოგიერთი განყოფილება სხვებთან კარგად არ მუშაობდეს ან ისეთი სტრუქტურული დაბრკოლება არსებობდეს, რომელიც ეფექტურ მუშაობას ხელს უშლის. თუმცა, როცა ორგანიზაციული საკითხები კრიტიკული ხდება, სტრატეგია მხოლოდ კონკურენციას არ ეხება…

საუკეთესო სტრატეგია კი მთავარი იდეის ირგვლივ ტრიალებს, რომელიც შემდეგი სამი საკითხის გათვალისწინებით უნდა გამოვლინდეს, თავდაპირველად პირველი და მეორეხარისხოვანი საკითხები უნდა განსაზღვროთ. ხოლო შემდეგ სხვადასხვა საკითხზე პასუხის ციფრულად გაცემისა და ფოკუსირების უნარი. ამ სამი პრინციპის კომბინაციით ის გამოწვევებიც ხდება ნათელი, რომელთა გადაჭრაც ფოკუსირებული თანმიმდევრული ქმედებებით მარტივად შეიძლება.

ეს შერჩეულ სამიზნეზე ძალაუფლების წყაროების კოორდინაციასაც გულისხმობს. თუმცა თუ სუსტი ხართ, არაფერი მოხდება… თუ ძლიერი ხართ, მაგრამ არ გაქვთ ზუსტი სამიზნე, არც მაშინ მოხდება რაიმე კარგი, ზუსტად ისე, როცა ძალა არასწორადაა ფოკუსირებული. ხოლო მაშინ, როცა ენერგია სწორი სამიზნისკენაა მიმართული, დიდმა მიღწევებმაც შეიძლება იჩინოს თავი. 

სტრატეგიის საწარმო

აღმასრულებელ ხელმძღვანელთა ჯგუფს გამოწვევების გამოსაცდელად სპეციალური დროის გამოყოფით, ზემოთ ხსენებული სამი პრინციპის გათვალისწინებითა და თანმიმდევრული ქმედებების შემუშავებით ნამდვილი სტრატეგიის შექმნა შეუძლია. ამას სტრატეგიის საწარმოსაც უწოდებენ. თუმცა რაც არ უნდა ეწოდოს მას, მნიშვნელოვანია, კონკრეტული აქტივობის ფინანსებისა თუ ბიუჯეტირების საკითხებისგან გამიჯვნა. 

სტრატეგიების საწარმო, თავის მხრივ, ტექნოლოგიაში, საზოგადოებაში, მყიდველთა ქცევაში, კანონში, კონკურენციასა თუ მიღწეულ შედეგებში ცვლილებების გამოცდას იწყებს. შემდეგ კი წარმატებულ თუ წარუმატებელ პროექტებს აანალიზებს, რათა მონაწილეებს ორგანიზაციის ძლიერი თუ სუსტი მხარეები შეახსენოს. 

ხოლო ის, რაც ამ საწარმოს ამუშავებს, გამოწვევებთან მუშაობის ვალდებულებაა. მართალია, ამბიციებისა თუ მისწრაფებების გარკვევასაც ყოველთვის აქვს გარკვეული ღირებულება, მაგრამ სტრატეგიის შექმნა კონცენტრირებულ ყურადღებას იმ ბარიერებზე, საკითხებსა თუ გამოწვევებზე მოითხოვს, რომლებიც გზად შეიძლება შეგხვდეთ. ამიტომ, მიზნების ნაცვლად, გამოწვევებზე უნდა იმუშაოთ… 

დრო კი წარმატებული სტრატეგიის მეორე საიდუმლოა. პრობლემის გადაჭრაში აქტიურად ჩასართველად გუნდს 2-3 დღე სჭირდება. ამისთვის, მათ სხვა საქმეების გვერდით გადაწევაც კი შეიძლება მოუწიოთ. ხოლო ჩართულობის შემდეგ ჯგუფების უმეტესობა 10 ან უფრო მეტ განსხვავებულ გამოწვევათა სიას ადგენს. ეს ჩამონათვალი კონკრეტულ პროექტებზე მუშაობისას და იმ საკითხების შესწავლის დროსაც იზრდება, რომელთა გადაჭრასაც მომავალში აპირებენ. თუმცა თუ მათ თავიდანვე ფოკუსი სწორად ექნებათ არჩეული, გამკლავება ნაკლებ გამოწვევასთანაც მოუწევთ. 

მაგრამ 10 ან თუნდაც, 25 გამოწვევის დადგენა საერთოდ ვერ დაგეხმარებათ თუ იგი ერთი ან ორი მიზნით არ გადაიჭრება. მაგიდიდან ნივთების ამოღების პროცესი კი სტრატეგიის საწარმოს გულად მიიჩნევა. ის მნიშვნელობისა და შემცირებული გამოწვევებისთვის პასუხის გაცემის უნარის შესახებ სიღრმისეულ შეფასებას მოითხოვს. ამ უკანასკნელისთვის ნდობის მოსაპოვებლად კი მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად გზა უახლოეს მომავალში უნდა არსებობდეს. ეს ჩვეულებრივ 12-24 თვემდე უნდა მოხდეს. ხოლო თუ შეუძლებელია, გამოწვევა რამდენიმე კომპონენტად უნდა დაყოთ ან საერთოდ გვერდით გადადოთ იგი. კარგი სტრატეგია კი დროთა განმავლობაში მიზნების თანმიმდევრობას გაუმკლავდება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ საწარმოში შექმნილი სტრატეგია არ არის გრძელვადიანი ხედვა, ეს უფრო კრიტიკული გამოწვევების დაძლევის სამოქმედო გეგმაა. შესაძლოა, გამოწვევებს დიდხნიანი შეგრძნება ჰქონდეს, მაგრამ სამოქმედო გეგმა ახლავე უნდა შესრულდეს. ხოლო თუ ასე არ მოხდება, ბევრი არც არაფერი შეიძლება შეიცვალოს. 

მხოლოდ ერთი ან ორი საკითხის სასარგებლოდ ბევრი თემის გვერდით გადაწევამ კი, შესაძლოა, ვინმე გაანაწყენოს, რადგან ამ დროს მათი საყვარელი პროექტები თუ ინიციატივები უკან იწევს. მაგრამ კრიტიკულისა და ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნის გარეშე, ორგანიზაციას კონფლიქტურ პოლიტიკასა თუ ქმედებებთან გამკლავება მუდმივად მოუწევს. 

აღმასრულებელი დირექტორების უმეტესობა მათი სტრატეგიის საჯარო სახეზეც ღელავს. თანამშრომლები და ინვესტორები კი ორგანიზაციების ძირითადი მიზნებისა და პრიორიტეტების საჯარო აღწერილობას ელიან. ამ საკითხებთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია, გუნდმა არჩეული პოლიტიკისა თუ ქმედებების საჯარო სახის შექმნას დრო დაუთმოს. კარგი იქნება თუ მიზნებსა და ამოცანებს თავიდან აიცილებთ და მთავარ გამოწვევებსა თუ გადაუდებელ სამუშაოებზე ისაუბრებთ. თუმცა არ უნდა შეიქმნას ისეთი აზრი, რომ სტრატეგიის დოკუმენტში ყველაფერია ასახული… იგი შეიცავს იმას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არა იმას, რასაც ყველა აკეთებს ან სურს რომ გააკეთოს. 

წყარო: HBR



მეცნიერებმა ალცჰაიმერის დიაგნოსტიკის მარტივ გზას მიაგნეს

დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მთავარი გარდამტეხი თანამედროვე ტექნოლოგიებია