ყოველი აქსესუარი, რომელსაც თან ვატარებთ, სიმბოლურად საკუთარი თავის, ხასიათისა და სტილის გამოხატულებაა. ქართული აქსესუარი ასახავს არა მხოლოდ შენს ინდივიდუალურ გემოვნებას, არამედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც შენ გარშემო მყოფ ადამიანებთან ერთად უნივერსალურად იზიარებ. ეს ღირებულებები კი იქმნება საერთო ისტორიით, რომელსაც უკვე საუკუნეებია, ქართველები ვწერთ.
ბლუტაბლას ახალი საგაზაფხულო კამპანია — „შექმნილი შენი ისტორიით“ — ემსახურება მიზანს, გააცოცხლოს ის მრავალწლოვანი ფასეულობები, რომელთაც ქართული ისტორია ინახავს და საუკუნეებია, თითოეული ჩვენგანის შესახებ ჰყვება. ვიდეორგოლი კიდევ უფრო ახლოს გვაცნობს აქსესუარების კოლექციას, რომელიც მოიცავს ქართული ესთეტიკით შთაგონებულ შარფებს, საათებს, ჰალსტუხებს, სამკაულებსა და უკვე ჩანთებსაც. ეს ნივთები საქართველოს ისტორიული წარსულიდან თანამედროვეობაში გამოგზაურებს და როგორც მივიწყებულ, ისე დღემდე აქტუალურ და მონატრებულ ესთეტიკას აღმოგაჩენინებს.
გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულებიც ახლოვდება, რაც საჩუქრების არჩევის ორომტრიალში აქტიურად გვრთავს. ბლუტაბლას აქსესუარები საჩუქრის შერჩევის რთულ გზასაც გაგიმარტივებს და გაპოვნინებს ნივთს, რომელიც შენს საყვარელ ადამიანს თავს კიდევ უფრო განსაკუთრებულად, გამორჩეულად აგრძნობინებს.
დღესდღეობით ბლუტაბლას კოლექციები მოიცავს სახლის ნივთებს, პირად აქსესუარებსა და ავეჯს. ეს კოლექციები აერთიანებს ქართულ ლიტერატურას, მხატვრობას, ისტორიას, ხელოვნებასა და ტრადიციებს. ბრენდი წინ საინტერესო სიახლეებს გვპირდება, რაც შენთვის მოულოდნელი, მაგრამ ამავდროულად, შესაძლოა, ძალიან ნაცნობიც აღმოჩნდეს.
ვიდეოს გადაღებაზე იმუშავა ქართულმა ფროდაქშენ კომპანიამ 8 LENS PRODUCTION.
მუსიკის და ხმის დიზაინის ავტორია Sandro Shar.
[R]