უკვე 17 წელია, ლუდი „ნატახტარი“ მეგობრობას გულშემატკივრობს. წელს კი გადაწყვიტა ადამიანებს ერთმანეთის მეტად ნახვისკენ უბიძგოს, რაც ბოლო 2 წელი გვაკლდა. ბრენდი მეგობრებს ახსენებს, რომ ერთმანეთის ნახვა ურთიერთობებს აღრმავებს და დროა, დაკარგული აინაზღაურონ. „ნატახტარის“ ხავერდოვანი ლუდი კი ერთად ყოფნის წუთებს უფრო სასიამოვნოს ხდის.
შეკრების დროა! – ეს ბრენდის ახალი, მეგობრობის კამპანიაა, რომ შეგვახსენოს, რამდენად მარტივი და სასიამოვნოა, ჭიქა „ნატახტარზე“ მეგობრებთან ერთად შეკრება.
„ნატახტარის“ ახალ კამპანიაზე „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი ანა ქარჩავა გვესაუბრება:
„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, თუ რა იქნებოდა ის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი, რასაც ბრენდი 2022 წელს ეტყოდა ადამიანებს, მივედით დასკვნამდე, რომ ადამიანებს ბოლო წლების მოვლენების შემდეგ ძალიან სჭირდებათ მეტი სოციალიზაცია/ერთმანეთის ნახვა. ეს საჭიროება რიგ შემთხვევაში უკვე დაქვეითებულიც კი არის და ასე მძაფრად აღარ დგას, რადგან პანდემიამ და ჩაკეტილობამ ერთმანეთის ნახვის სურვილიც გაანელა და ადრე თუ ძალიან გვიჭირდა შეკრებების გარეშე ცხოვრება, დღეს ეს საკითხი იმდენად მძაფრად ალბათ აღარ დგას როგორც მაშინ, თავიდან როდესაც ეს ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო.
ადამიანები სოციალური არსებები ვართ და ერთმანეთის ნახვა და საუბარი ჩვენი მენტალური და ფიზიკური სიჯანსაღისთვის აუცილებელია. სწორედ ამ საჭიროების შეხსენება გვინდოდა ამ კამპანიით აუდიტორიისთვის, რომელიც მესიჯის შესაბამისად გვეუბნება, რომ ახლა ნამდვილად შეკრების დროა.
კამპანიის მიზანიც სწორედ ესაა: ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ მეტად შეიკრიბონ, ხოლო ლუდი „ნატახტარი“ კი ამ შეკრებებს უფრო სასიამოვნოს გახდის, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას და სასიამოვნო დროის ტარებას.
კამპანიაზე სააგენტო „იმპულსმა“ იმუშავა და მესიჯის გადმოსაცემად საკმაოდ სხარტი და პირდაპირი ფორმა შემოგვთავაზა. რგოლის დინამიკა და გადაღების სტილი ძალიან გამორჩეულია და სასიამოვნო საყურებელია.
„ნატახტარის“ საკომუნიკაციო სტრატეგია კვლავ „კაი აზრიანი“ მარკეტინგის პრინციპით იგეგმება, რაც გულისხმობს კამპანიის დაგეგმვას, არა მხოლოდ ბრენდის მიზნებიდან გამომდინარე, არამედ საზოგადოებისთვის დადებითი ცვლილების მოხდენის გათვალისწინებასაც. ამ შემთხვევაში ეს კამპანია ადამიანებისთვის მეტი სოციალიზაციისკენ ბიძგის მიმცემია, რაც არა მხოლოდ ბრენდის როგორც შეკრებების განუყოფელი სასიამოვნო კომპონენტის კომუნიკაციაა, არამედ ურთიერთობების აღდგენისკენ გვიბიძგებს, რაც ადამიანების მენტალური კეთილდღეობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ასევე აღსანიშნავია ევროპაში მიღებული ჯილდო Superior Taste Award, რომლიც ქართული ლუდის კიდევ ერთი წარმატებაა ევროპულ ბაზარზე, რაც გვეამაყება და ძალიან გვახარებს.“