in

„შეკვეთილი სისაიდი” – საცხოვრებელი კომპლექსი ზედ ზღვაზე, რომელსაც „ტოპლაინ ქონსთრაქშენი” წარმოგვიდგენს

ტოპლაინ ქონსთრაქშენი”, რომლის პროექტებზეც შეკვეთილში, ადრეც გვისაუბრია, კიდევ ერთ ახალ პროექტს გვაცნობს, რომელიც იმავე ლოკაციაზე, გურიის ზღვისპირეთში შენდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კურორტზე მაღალი მოთხოვნაა როგორც ქართველების, ისე უცხოელების მხრიდან, კომპანიამ გადაწყვიტა, მესამე მშენებლობაც წამოიწყოს. თუ მის პროექტებს ერთად გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ის ახლა უკვე ნებისმიერი კატეგორიის მყიდველის სურვილებს, საჭიროებებსა და შესაძლებლობებს ერგება.

კომპლექსი „შეკვეთილი სისაიდი” ზღვიდან 70 მეტრში მდებარეობს. ფიჭვნარისა და ნაძვნარის ტყე კი, რომელიც ამ კურორტის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, კომპლექსს გარშემო აკრავს. „ტოპლაინის” სხვა პროექტების მსგავსად, სისაიდიც მიმზიდველი არქიტექტურითა და ინტერიერით გამოირჩევა. ის სულ 4 სართულისგან შედგება, რომლიდანაც სამზე საცხოვრებელი ბინებია განლაგებული, პირველი სართული კი საპარკინე სივრცეებისთვისაა განკუთვნილი.

სისაიდის A ბლოკში სულ 18 ბინაა. ისინი განსხვავებული კვადრატული ზომისაა, ამიტომ დაინტერესებულ პირს შეუძლია იმ ფართობის ბინა აარჩიოს, რომელიც მის საჭიროებებსა და გემოვნებას დააკმაყოფილებს. მინიმალური ფართი აქ 38 კვ.მ-ია, ხოლო მაქსიმალური – 68 კვ.მ. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც დაგეგმარებისას ტოპლაინმა მოთხოვნების მიხედვით გაითვალისწინა ისაა, რომ უკლებლივ ყველა ბინას ცალკე გამოყოფილი საძინებელი ექნება.
ამასთან, თითოეული ბინა არის ნათელი და მყუდრო, რაც ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ძველი და ახალი პროექტების გადახედვისას „ტოპლაინის” ხელწერას ყველგან შევამჩნევთ. ეს არის მოსასვენებელი სივრცეები, რომლებიც სისაიდის შემთხვევაშიც დიდ ფართობზეა გადანაწილებული. ახალი კორპუსის ეზოში დაგეგმილია როგორც აუზის, ისე სხვა საინტერესო სივრცეების განთავსება.

ბოლოს გეტყვით, რა პირობებს სთავაზობს კომპანია სისაიდით დაინტერესებულ პირებს. ზოგადად ბაზარზე არსებულ საფასო პოლიტიკას თუ შევადარებთ, სისაიდის ფასი საკმაოდ კონკურენტულია. აქ ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება $900-დან (ექვივალენტი ლარში) იწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ განსხვავებით „ფიდელიო შეკვეთილისგან”, სისაიდის ბინები მობინადრეს თეთრი კარკასის კონდიციით ბარდება. პროექტი უკვე დაწყებულია და მისი დასრულება 2024 წლის მარტისთვის იგეგმება.

[R]

Fitpass — კომპანია, რომელიც ჯანსაღ აქტივობებს 150-მდე ობიექტში აერთიანებს

Counter-Strike 2 ბეტა ტესტირებაში ჩაეშვა