in

ქართული კომპანია Shelf.Network ჩინურმა ჯგუფმა შეისყიდა!

წლების განმავლობაში ქართულმა კომპანია Shelf.Network-მა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და იმდენად მიიქცია გლობალური ბაზრის ყურადღება, რომ ახლა უკვე ჩინური Aurora Group-ის მფლობელობაში გადავიდა. თავის მხრივ, ეს აღნიშნავს სტრატეგიულ ეტაპს ჩინეთის მისწრაფებაში, გახდეს გლობალური ლიდერი მეორადი მანქანების ექსპორტში.

მოსალოდნელია, რომ შენაძენი რევოლუციას მოახდენს ინდუსტრიაში, რადგან Shelf.Network-ის მოწინავე ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქნება ჩინელი მეორადი და ელექტრო მანქანების გამყიდველების საერთო მარაგის კონსოლიდაციისთვის. ხოდა გარე ბაზრებზე მისცემს საშუალებას, დილერებსა და პლატფორმებს წვდომა ჰქონდეთ ინვენტარზე და მოახდინონ ადგილობრივად შეთავაზება.

„ამ მომავალს დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ჩინელი პარტნიორები საუკეთესოდ გაუმკლავდებიან Shelf.Network-ის განვითარებას. ვფიქრობ, ჩვენ მიერ შექმნილ ტექნოლოგიას შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად უკვე საოპერაციო მასშტაბი და ინდუსტრიული ექსპერტები სჭირდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შემოთავაზებას დავთანხმებოდით“,განმარტავს ლაშა ანთაძე, Shelf.Network-ის თანადამფუძნებელი. ტრანზაქციის ფარგლებში, ლაშა თანამდებობას დატოვებს და სრულ მენეჯმენტს გადასცემს შემსყიდველ სუბიექტს. თავად კი, როგორც ამბობს, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე (web3) კონცენტრირდება.

ასევე, ერთ-ერთი საინტერესო ფაქტორი ის არის რომ, Shelf მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილება არ ყოფილა, არამედ გააჩნდა განსხვავებული საოპერაციო მოდელი. ახდენდა გასაყიდი ინვენტარის აგრეგაციას, მაგრამ სავაჭრო პლატფორმების კუთხით ყოველთვის ღია იყო და ნებისმიერ შეუძლია მასში ჩართვა. „ის, რომ ჩვენი მოდელი ელ. კომერციის ჩინურ მხარესთან იყო თანხვედრაში და გააგრძელებს ჩვენს თავდაპირველ ჩანაფიქრს, იშვიათი თანხვედრაა“, — აღნიშნავს ლაშა ანთაძე.

შეგახსენებთ, რომ Shelf.Network 2018 წელს გამოჩნდა ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ელექტრონული ვაჭრობისთვის შექმნილი სისტემა. ყველაფერი $1.6-მილიონიანი ინვესტიციით დაიწყო, რომელიც კომპანიამ Techstars-ისა და Broadleaf-ისგან მიიღო. შედეგად, შეიქმნა სისტემა, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი გასაყიდი ერთეული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. ამ პროცესებისთვის კი კომპანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს.

მრავალი ჯილდოს მოგების შემდეგ, რომელთა შორისაც იყო ბლოკჩეინ ტექნოლოგიის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების საუკეთესო მოდელი, კომპანია ცნობილ მოთამაშედ იქცა აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც მეორადი მანქანებით ვაჭრობის ხელშემწყობი. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველო და უკრაინა კომპანიის საქმიანობის ყველაზე მსხვილ ადგილებს წარმოადგენს.

ნახევარ მილიონზე მეტი ინვენტარით და 3000-ზე მეტი დილერით, Shelf.Network-მა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა — მისმა სასაქონლო ღირებულებამ გასულ წელს 130 მილიონ დოლარს მიაღწია. აღნიშნული შენაძენი კი ნაყოფიერ კავშირს გვპირდება ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სტრატეგიული ხედვის შესახებ, რაც ჩინეთის აღმავალ ტრაექტორიას უზრუნველყოფს მეორადი მანქანების ექსპორტის მიმართულებით.

ბუენოს-აირესი ID დოკუმენტაციის ციფრულ პროტოკოლს ნერგავს

იდეალური გაქცევა თუ წარმატებული პაემანი? – ონლაინ პაემნების შესახებ ლონდონელი ილუსტრატორი წიგნს გამოსცემს