22 000-ამდე თანამშრომელი და თითქმის ამდენივე მოგება – ეს მონაცემები ყველა ბრენდს ნამდვილად არ ამშვენებს, მაგრამ SHELL ის კომპანიაა, რომელსაც სწორედ ასეთი სტატისტიკა აქვს. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოძიებას, წარმოებას, გადამუშავებას ემსახურება. მისი სათავო ოფისი ჰააგაში მდებარეობს.
The Royal Dutch/Shell Group დედაკომპანიაა ცნობილი ბრენდისა Shell plc, რომელიც ყველაზე პოპულარული ავტომობილის ზეთების წარმოებით გახდა.
კომპანიის დაფუძნება
Shell 1907 წელს ჰოლანდიის Royal Dutch Petroleum Company-სა და გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტისა და სავაჭრო კომპანიის “Shell”-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. გაერთიანებული კომპანია სწრაფად გახდა ამერიკული Standard Oil-ის წამყვანი კონკურენტი და 1920 წლისთვის Shell იყო ნავთობის უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში.
წარმატებული სტარტის შემდეგ ის ქიმიკატების ინდუსტრიაში შევიდა 1929 წელს. Shell ერთ-ერთი იყო იმ შვიდეულიდან, რომელსაც “Seven Sisters” სახელით მოიხსენიებდნენ და მსოფლიო ნავთობის ინდუსტრიაში დომინირებდნენ 1940-იანი წლების შუა პერიოდიდან 1970-იანი წლების შუა პერიოდებამდე.
Royal Dutch Petroleum Company და Shell
ეს კომპანია 1890 წელს ნავთობის საბადოს გასავითარებლად დაარსდა და თავდაპირველად ხელმძღვანელობდნენ ავგუსტ კესლერი, უგო ლუდონი და ჰენრი დეტერდინგი. “Shell” – სატრანსპორტო და სავაჭრო კომპანია ბრიტანეთში დაარსდა 1897 წელს მარკუს სამუელის, 1st Viscount Bearsted-ისა და მისი ძმის სამუელ სამუელის მიერ. მათი მამა ფლობდა ანტიკვარული კომპანიას ლონდონში, რომელიც 1833 წელს გაფართოვდა ზღვის ჭურვების იმპორტით.
ახალშექმნილი ფირმა ფუნქციონირებდა დამოუკიდებლად, თუმცა მას ორი განსხვავებული მფლობელი ჰყავდა, რომელთაც ასევე თავიანთი დამოუკიდებელი ბიზნესი ჰქონდათ. გაერთიანებული პირობების მიხედვით, ახალი ჯგუფის 60-პროცენტიანი საკუთრება Royal Dutch-ს, ხოლო 40% Shell-ს ეკუთვნოდა. მათი როლები ძირითადად ასე ნაწილდებოდა: ჰოლანდიური ნაწილი წარმოებაზე იყო ფოკუსირებული, ბრიტანული კი მის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე.
პირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომის დროს Shell იყო ბრიტანეთის საექსპედიციო ძალების საწვავის მთავარი მიმწოდებელი. 1919 წელს Shell-მა აიღო კონტროლი მექსიკურ Eagle Petroleum Company-ზე და 1921 წელს ჩამოაყალიბა Shell-Mex Limited, რომელიც აწარმოებდა პროდუქტებს გაერთიანებულ სამეფოში “Shell” და “Eagle” ბრენდების ქვეშ.
თავის მხრივ, 1922 წლის გენუის კონფერენციის დროს Royal Dutch Shell აწარმოებდა მოლაპარაკებებს საბჭოთა ნავთობის საბადოებზე მონოპოლიის აღების შესახებ ბაქოსა და გროზნოში, თუმცა ხელშეკრულების პროექტის გაჟონვამ მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვია.
1920-იანი წლების ბოლოს Shell იყო წამყვანი ნავთობკომპანია, რომელიც აწარმოებდა მსოფლიოში ნედლი ნავთობის მარაგის 11 პროცენტს.
90-იანი წლები და გარემოსდაცვითი პრობლემა
90-იანი წლები ფირმისთვის სახარბიელო ნამდვილად არ იყო. გარემოსდამცველებმა და ევროკომისიამ მას ბევრ საკითხთან დაკავშირებით მოსთხოვა პასუხი. მას ბრალს სდებდნენ ზღვის დაბინძურებაში, რის გამოც კომპანიას მდგრადი განვითარებისადმი მიძღვნილი ვალდებულების შედგენა მოუწია.
1999 წლის 15 იანვარს ბუენოს აირესში Shell-ის ტანკერი Estrella pampeana შეეჯახა გერმანულ სატვირთო გემს, რის შედეგადაც ტბაში ჩაიცალა დიდი რაოდენობით საწვავი, დაბინძურდა გარემო, სასმელი წყალი, მცენარეები და დაზარალდნენ ცხოველები. ამ ფაქტის შემდეგ ათწლეულზე მეტი გავიდა. მაგდალენაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა დაადგინა, რომ Shell-ს 9,5 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაცია უნდა გადაეხადა. მართალია, Shell-მა უარყო პასუხისმგებლობა დაღვრაზე, მაგრამ არგენტინის სასამართლომ 2002 წელს დაადგინა, რომ კორპორაციას უნდა გადაეხადა ჯარიმა.
მაინც პირველი
მიუხედავად მსგავსი პრობლემებისა, კომპანიამ მაინც მოახერხა აღმასვლა და დღეისათვის ყველაზე ცნობილ კომპანიას წარმოადგენს. Shell Oil მიჰყვება Royal Dutch/Shell Group-ის „წარმატების გეგმას“ და ცდილობს, იყოს ორგანიზაცია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოჩენა; ჰქონდეს ძლიერი ეროვნული პროფილი და იდენტობა; ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ წარსულის კრიზისი გაითვალისწინოს და ყურადღება მიაქციოს გარემოს დაცვის საკითხებს, რათა შეინარჩუნოს ლიდერის სტატუსი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი