in

დაიცავით თქვენი ძაღლები ფოიერვერკის ხმაურისგან

ძაღლებს ადამიანებისგან განსხვავებით, მკვეთრი ყურთასმენა აქვთ, შესაბამისად, მათ ხმამაღალი ბგერები მეტად აწუხებთ ხოლმე. სწორედ ამასთან დაკავშირებით, ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია “ფორდმა” საახალწლოდ გადაწყვიტა, ძაღლებისთვის ფოიერვერკების ხმაურისგან დასაცავი მცირე ზომის თავშესაფარი დაემზადებინა. აღნიშნული თავშესაფარის სტრუქტურა მოიცავს იმგვარ კედლებს, რომლებიც დაახშობს ხმაურს და შინაურ ცხოველთან ბგერები ვეღარ მიაღწევს.

როდესაც თავშესაფრის კედლებში მიკროფონები ამ ხმაურს დააფიქსირებენ, მასშივე ჩამონტაჟებული აუდიო სისტემა გააგზავნის ოპონენტურ სიხშირეებს და შესაძლებელი გახდება ხმაურის თავიდან არიდება. როგორც ფორდის კომპანიაში აღნიშნავენ, ეს არის კომპანიის პირველი გამოგონება, რომელიც ყოველდღიურ პრობლემებში ინტერვენციის ინიციატივას უკავშირდება.

წყარო: www.techcrunch.com

ევროპული კულტურული ფესტივალი „ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება

სიმულაციური რეალობა ტოკიოს ციფრულ მუზეუმში