in

Shelter-ის საშობაო კამპანია უსახლკარო ბავშვების რეალობას ასახავს

BOG
BOG

ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის შეფასებით, ამ ზამთარში 119 500 ბავშვი დარჩება უსახლკაროდ. ამასთან დაკავშირებით, გასული წლის სენსაციური ფილმის “Drive” შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაცია Shelter-მა კიდევ ერთი მძიმე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა… ის ასახავს რეალობას, რომელსაც ბევრი ოჯახი წააწყდება უახლოეს თვეებში.

Brave Face-ში მაყურებლები ერთი პატარა ბიჭის დღეებს ადევნებენ თვალს. დღის განმავლობაში ის ცუდ შეფასებებს იღებს, ლანჩს ტოვებს და საფეხბურთო ვარჯიშზე ბურთს აცდენს. თუმცა ამ წარუმატებლობების მიუხედავად, მაინც ღიმილს და დადებით განწყობას ინარჩუნებს.

დღის ბოლოს კი ბიჭი სახლში მიდის — სწორედ აქ ვხვდებით, რომ ის და მისი დედა შობას ხმაურიან, ვიწრო საძინებელში გაატარებენ. დასკვნითი გზავნილი კი ასეთია: არცერთი ბავშვი არაა ვალდებული, იყოს „მამაცი“, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ბევრს უწევს ასე ყოფნა…

ჯანმრთელობა უფრო მარტივად — თიბისი დაზღვევის განახლებული აპი

ქამარი, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა – მანქანის უსაფრთხოების ღვედი