30 წელზე მეტია „აი სი არ“ ჯგუფი ქართული მოდის ბაზარზე ერთ ერთი ლიდერი მოთამაშის პოზიციაზეა და ლოიალურ მომხმარებელს ანებივრებს როგორც საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებით, ისე ახალი კოლექციებითა და ტრენდული აქსესუარებით.
კომპანია აერთიანებს არაერთ ცნობილ და საყვარელ ქსელს, როგორებიცაა: ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, რიფლეი, ეკკო, ჯეოქსი, სკარპიერა.
ბრენდების სიაში კი, რომლებსაც ეს ქსელები გვთავაზობენ, ყოველთვის საერთაშორისოდ აღიარებული და მაღალი ხარისხის ბრენდებია.
ის, რაც ICR ჯგუფს მუდამ ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს ბაზარზე, არსებულ სიახლეებთან სწრაფი ადაპტაცია, საკუთარი მომხმარებლის სურვილებისა და მოთხოვნილებების კვლევა და მათი ცვალებადი საჭიროებების დაკმყოფილების საოცარი უნარია.
რადგან შემოდგომა თავისი მრავალფეროვანი ხასიათით და მდიდარი ფერებით აქსესუარების განახლებისთვის იდეალური სეზონია, დღეს გვსურს აქსესუარების ორ ცნობილ ბრენდზე მოგიყვეთ, რომლებიც „სტუდიო ფეხსაცმის გალერეას“ ქსელშია წარმოდგენილი და მომხმარებლის დიდ ყურადღებას იქცევს.
MY BEST BAG.
იტალიური ბრენდი, რომელიც ინსპირაციას მსოფლიო მეგაპოლისების ურბანული ლუქებიდან იღებს და მათ ერთ პროდუქტში აერთიანებს.
იტალიური ბრენდი MY BEST BAG მეტად ნიშურ აუდიტორიაზეა კონცენტრირებული, რომელიც მოდის სამყაროში მეამბოხე სულისკვეთებას აფასებს. სწორედ ამიტომ, ბრენდი არ ცდილობს ვინმეს დარწმუნებას, მისი მიზანი მომხმარებელში მოდის აღქმის გააძლიერებაა.
ლონდონი, ნიუ იორკი, პარიზი მათი უნიკალური დამახასიათებელი შტრიხებითა და ხასიათით ბრენდის ახალ კოლექციებში ერთიანდება.
NUNOO – დანიური აქსესუარების ბრენდი, რომელიც მაღალი ხარისხის ხელნაკეთ ჩანთებს გვთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი აქსესუარების დიზაინისა და ხარისხის მიღმა, დიდ ყურადღებას აქცევს მდგრად განვითარებას და მიზნად ისახავს, რომ მისი ნაწარმი 2030 წლისთვის, 100%-ით გადამუშავებადი იყოს.
გარემოზე ზრუნვა და ისეთი პროდუქტის შეძენა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ჩვენს მომავალს, თანამედროვე ადამიანის მნიშვნელოვანი საზრუნავია. აი სი არი კი, ხელმისაწვდომ საერთაშორისო ბრენდებთან ერთად, თავისი ეკომეგობრული ბრენდების მდიდარი პორთფელით ქართველ მომხმარებელს აძლევს საშუალებას ხელი შეუწყონ გადამუშავებადი პროდუქტის წარმოებას.
[R]