29
Oct
2019

“შემოდგომის ლეგენდა 2019-ის” ფინალისტები ცნობილია!

29 Oct 2019

ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდა 2019-ის” ფინალისტების ვინაობა ცნობილია. შესარჩევ ეტაპზე მონაწილეებს 16 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით თავიანთი ნაწერები უნდა გაეგზავნათ ნებისმიერ თემატიკაზე. შერჩეული 10 ფინალისტი იმპროვიზაციულ ტურში 2-3 ნოემბერს წინანდლის ისტორიულ მამულში პირველობისთვის იბრძოლებს. მათ ნაწერებს კი ჟიური (თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, დათო ტურაშვილი, ზაალ ჩხეიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, თეკლა ერემეიშვილი) შეაფასებს.

ფინალისტების სია კი ასეთია:

ავსაჯანიშვილი ცოტნე – „ნოდარას მორფინისტობა უნდა“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ბატიაშვილი ნინი – „გველის მთის ამბავი“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ბუკია ნინი – „ლიდაჩკა“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
კილაძე დავითი – „ტერმინალი“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
მამარდაშვილი თამარი – „სანდრო“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
მუზაშვილი გიორგი – „ადამ, სადა ხარ?“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ღოღობერიძე ინგა – „მამა მიდის კანადაში“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ყაზაიშვილი ხვიჩა – „გადაით შვაში“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ცინცაძე თამარი – „რაც არის, არის“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ჭანტურია ილია – „ყვავილები“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „სილქნეტის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:
I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის  სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი

“შემოდგომის ლეგენდა” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია. 2018 წლიდან, პროექტის მხარდამჭერია კომპანია „სილქნეტი“.

განხილვა