in

შემოდგომის ლეგენდა 2020-ის ფინალისტები გამოვლინდნენ!

სულ ახლახან ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდა 2020-ის” ფინალისტები გამოვლინდნენ. ფინალური ტურისთვის ჟიურიმ 10 მონაწილე შეარჩია:

BOG
BOG

გოდერძი გორგილაძე – „ექვსი სართული“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გურო  დავითლიძე – „თათრული კასინკები“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ანი  კილაძე – „ორი კვადრატული სამზარეულო“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დავით  კილაძე – „ფუფლო“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სალომე  სანდროშვილი – „მეხიმინჯე, ურგენ მალევიჩ“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ეკატერინე  ტყეშელაშვილი – „კაკუნი, მაგრამ არა სამოთხის კარზე“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ინგა  ღოღობერიძე – „წითელი ჩანთა“ (ნაწყვეტი) (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ზურაბ  ღუდუშაური – „ჩემი ხატია სამშობლო (ნაწყვეტი მოთხრობიდან) (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
თამარ  ცინცაძე – „Die კუბა Liebe“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ილია  ჭანტურია – „წყალგაყვანილობა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

წლევანდელი კონკურსის კონცეფციაა: ახალი რეალობითა და რეგულაციებით შეცვლილი სამყაროს გავლენა, სადაც თითოეული ადამიანი მარტოა და ამავე დროს, სამყაროსთან კავშირშია. კონკურსის დასკვნითი, იმპროვიზაციული ტური 17 ოქტომბერს გაიმართება.

კონკურსის ბოლოს სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტისგან“ სპეციალურ პრიზებს მიიღებენ:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი;

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია Silknet – სილქნეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

რა საერთო აქვს ბადმინტონს, წარუმატებელი ხელის თხოვნასა და უჩინარ მანქანებს? – სახალისო ამბები “CashBack”-ის LIVE-დან

ACAG-ის პრინტ კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!