in

შემოდგომის ლეგენდა 2020 იწყება!

ყოველწლიური, ტრადიციად ქცეული ლიტერატურული კონკურსი “შემოდგომის ლეგენდა” არ ღალატობს ლიტერატურისა და წერის მოყვარულ სტუდენტებს და ახალი რეალობის მიუხედავად, წლევანდელ შემოდგომაზეც მოუწოდებს მათ, სცადონ ბედი და გახდნენ ლეგენდები!

პირველ, შიდა შესარჩევ ტურში ჟიური 10 მონაწილეს შეარჩევს, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავლენ და მთავარი კონკურსის -იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

კონკურსის ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება. წლევანდელი კონკურსის კონცეფციაა: ახალი რეალობითა და რეგულაციებით შეცვლილი სამყაროს გავლენა, სადაც თითოეული ადამიანი მარტოა და ამავე დროს, სამყაროსთან კავშირშია.

კონკურსის ბოლოს სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტისგან“ სპეციალურ პრიზებს მიიღებენ:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი;

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ აპლიკაცია.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია Silknet – სილქნეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

სად ვუყუროთ Apple-ის 15 სექტემბრის ღონისძიება Time Flies-ს – რას ველოდებით

Apple-მა Apple Watch Series 6 წარადგინა, რომელსაც სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრა შეუძლია