შემოდგომა დადგა… თუ ხეებს ფოთლები სცვივა, გამოდის, დროა, ჩვენც გავთავისუფლდეთ იმისგან, რასაც აღარ მოაქვს სარგებელი, იქნება ეს ძველი ჩვევები, შიშები თუ ემოციები. უნდა გავთავისუფლდეთ, რათა ზრდისთვის სივრცე გამოვყოთ. ამიტომაც ახლა 7 ამგვარ გზას მიმოვიხილავთ და ბალანსის პოვნაში დაგეხმარებით. თითოეული რიტუალი საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან დაკავშირებას შეგაძლებინებთ:
1. შეხვდით ბუნიაობას, როგორც განახლებისა და ბალანსის სეზონს
შემოდგომის ბუნიაობა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი შეხსენებაა იმისა, რომ ცხოვრება ბალანსს ეხება. ყოველწლიურად არსებული მოკლე მომენტია, როცა დღე და ღამე თითქმის თანაბარია. შესაბამისად, ეს ქმედებასა და დასვენებას შორის, მიცემასა და გაღებას შორის, შენარჩუნებასა და გაშვებას შორის არსებულ ჰარმონიას ასახავს.
ამ დროს ზაფხულის სითბო ცვდება და სამყარო ნელ-ნელა დასვენებისთვის გვამზადებს, გვეუბნება, რომ ზრდისთვის ჯერ გათავისუფლებაა საჭირო. ამიტომაც შემოდგომაზე საკუთარ თავს შეჩერების ნება მიეცით და იმის ასახვის, თუ რა ხდება…
2. გაწმინდეთ თქვენი სივრცე გონების გასასუფთავებლად
სანამ ახალი ენერგიით აივსებით, ჯერ ძველი უნდა გაუშვათ, როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ დონეზე. შემოდგომის ბუნიაობა კი შესანიშნავია ამისთვის. ჯერ იმ სივრცეებით დაიწყეთ, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ — გაეცით, რასაც აღარ იყენებთ, დაალაგეთ მაგიდა ან თაროები, გააღეთ ფანჯარა და შემოუშვით სუფთა ჰაერი. პროცესში კი წარმოიდგინეთ, რომ შორდებით ამ სტაგნაციურ ენერგიას და სიცხადისთვის, სიმშვიდისა თუ განახლებისთვის ათავისუფლებთ სივრცეს.
შეგიძლიათ, სახლში სანთელი მოათავსოთ, ფოთოლი ან გირჩი, ნებისმიერი რამ ბუნებიდან, რაც სიმშვიდისა და იმედის სიმბოლო იქნება თქვენთვის. როცა მათ მოკრავთ თვალს, ჩაისუნთქეთ და საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ გასუფთავება სრულყოფილებას არ ეხება, ეს მიზანია.
3. თქვენს მოსავალზე მადლიერებით იფიქრეთ
შემოდგომა მოსავლიანობის თვეა, ამიტომ შეჩერდით და გააცნობიერეთ, როგორ განვითარდით ცხოვრებაში, რა გაკვეთილი ისწავლეთ, რა მიღწევები გაქვთ, რისთვის ხართ მადლიერი… იმის აღნიშვნით, თუ რა მიიღეთ და რისგან გათავისუფლება გჭირდებათ, ჰარმონიას ქმნით, რაც ბალანსის საფუძველია.
4. დანერგეთ გაშვების რიტუალი
შემოდგომა შესანიშნავია ამისთვის — ჩამოწერეთ, რისი გაშვება გინდათ, იქნება ეს წუხილი, სინანული თუ რწმენები, რომლებიც საზღვრებს გიწესებთ. შემდეგ კი დაწვით ეს ფურცელი ან მიწაში ჩამარხეთ, რათა ახალ ენერგიად გარდაიქმნას…
5. იპოვეთ სიმშვიდე სუნთქვის ტექნიკებითა და მედიტაციით
თუ სამყარო ნელდება, თქვენც უნდა აჰყვეთ — დღეში რამდენიმე წუთი სუნთქვით ვარჯიშებს დაუთმეთ დასამშვიდებლად. აქ ნესტოებით მონაცვლეობითი სუნთქვის ტექნიკაც გამოგადგებათ: შეისუნთქეთ ერთი ნესტოთი, ამოისუნთქეთ მეორეთი და ა. შ. ასე დაძაბულობისგან გათავისუფლდებით და გონებაც მეტად ცხადი გახდება.
თუ მედიტაცია გირჩევნიათ, მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას დასხედით და სუნთქვაზე ფოკუსირდით. შეიგრძენით სინათლისა და სიბნელის ბალანსი თქვენს თავსა და გარშემო. 5 წუთიც კი საკმარისია ჰარმონიისთვის, დამშვიდებისა და განტვირთვისთვის.
6. დაუკავშირდით ბუნების რიტმს
ყველაზე კარგად ბალანსს ბუნება გვასწავლის, ამიტომაც, კარგი იქნება, თუ ბევრს ისეირნებთ, დააკვირდებით ირგვლივ არსებულ ფერებს, ხმებსა და სუნს. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას კი წარმოიდგინეთ, რომ იმისგან თავისუფლდებით, რაც უსარგებლო გახდა თქვენთვის. შეგიძლიათ, ეს ბუნება სახლშიც შეიტანოთ, მაგალითად ლარნაკში შემოდგომის ფოთლები ჩააწყოთ, რითაც საკუთარ თავს შეახსენებთ, რომ რაღაცისგან გათავისუფლებაა საჭირო განვითარებისთვის.
7. დააწესეთ მიზნები და შემოუშვით ახალი ენერგია
ზემოთ მოცემული ნაბიჯების შემდეგ, ახალი ენერგიის შემოშვების დროა. სწორედ ამ პერიოდში უნდა დააწესოთ ახალი მიზნები, დაწეროთ თქვენი განზრახვები, ფოკუსირდეთ, რისი შეგრძნება გსურთ ამ ეტაპზე, იქნება ეს სიმშვიდე, შემოქმედებითობა თუ ბედნიერება. სწორედ ეს ემოციები იქცევა თქვენი მიზნების საფუძვლად.
ოღონდ ეს სია გაამარტივეთ და საკუთარ სულზე ორიენტირებული იყავით, ხმამაღლა წაიკითხეთ, ააანთეთ სანთელი და ვიზუალურად წარმოიდგინეთ, როგორ მოხდება ეს ყველაფერი…
გახსოვდეთ: დიდი ცლილებებისთვის პატარა, თანმიმდევრული ქმედებებია საჭირო. ხოლო, როცა ყოველდღიურ არჩევანს თქვენს განზრახვას შეუსაბამებთ, ბუნებრივად შეძლებთ დაბალანსებას.












