არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც AI-ის პოტენციურ გავლენას განვიხილავდით ჩვენს ცხოვრებაზე. მართალია, ზოგიერთს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, მაგრამ რთულია, უარყო AI-ის მიერ გენერირებული სურათების, გიფებისა და ვიდეოების შთამებჭდაობა. იმას გვთავაზობს, რაზეც, ალბათ, აქამდე ვერც ვიოცნებებდით, მაგრამ აქვეა საავტორო უფლებებზე, Deepfake-ზე თუ რეალური ხელოვანების ჩანაცვლებაზე დარდიც…
ახლა კი იმაზე მოგიყვებით, რასაც შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები გრძნობენ და ფიქრობენ ხელოვნურ ინტელექტზე, მოდით, დავიწყოთ:
არაფრის შეგრძნება — ჯო ჰოდკისი, Nucco-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი:
„ჩემში არასდროს გამოუწვევია ემოცია AI ხელოვნებას, შეიძლება ამას უბრალოდ ნამუშევარიც ვუწოდოთ, რომელიც ადამიანის ფიქრების სიმულაციაა. მართალია, საკმაოდ ძლიერია, მაგრამ მის მიერ გენერირებული სურათები მარტივად ამოსაცნობი და უცნაურად უსიცოცხლოა, მანქანის პროდუქტია, რომელიც ინსტრუქციებს ეფუძნება და რთულია, ამან ემოცია გამოიწვიოს“.
იმედი — ჰენრი დაბრეზი, Dogstudio/Dept-დან:
„AI თავს იმედიანად მაგრძონიბინებს, დიდებული ხელოვანები, რომლებიც AI ხელსაწყოებს იყენებენ, კვლავ დიდებულები არიან, ხოლო დაბალი დონის ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვერ გააუმჯობესებენ, რადგან ტექნიკური სრულყოფისა და ესთეტიკის მიღმა, საჭიროა ძლიერი ხედვა, ამბავი და პროცესის გაცნობიერებულად კურირება, რათა სასურველი შედეგი მიიღოთ“.
პასუხისმგებლობა — ბობ სანდერსონი Jaywing-ის დიზაინის ხელმძღვანელი
როგორც აღმოჩნდა, AI პასუხისმგებლობის გრძნობასთანაც კი ასოცირდება: „ის თუ როგორ ავიღებთ ამ ახალ ინფორმაციას, სურათსა თუ ქოფის და ჩავნერგავთ ჩვენს ნამუშევარში განსაზღვრავს, ეს პროგრამა საერთოდ საჭირო იყო თუ არა“.
დიდი იდეების მნიშვნელობა — სტივ დინი, Radley Yeldar დიზაინის ხელმძღვანელი:
„AI ხელოვნება მაგრძნობინებს, რომ დიდი იდეები ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს იქნება. დღეს ყველას შეუძლია ხელოვნების შექმნა, ეს შესანიშნავია, აი, კრეატიულობა კი ადამიანების ნაწილია. რამდენიმე მითითება და რაღაც ხელოვნების ნიმუში იბადება. მაგრამ იკარგება თუ არა დიდი იდეები იმის მიღმა, რასაც AI ძალიან მაგრად აკეთებს? კრეატიულობა ემოციაზეა აგებული, შემოქმედებითი ადამიანების მიერ, რომლებიც თავიანთ ინსტინქტებს ენდობიან. AI განვითარებას განაგრძობს, მაგრამ იდეის გარეშე, რომელიც ადამიანებისთვის რეზონანსული არ იქნება, იგი უსულო დარჩება“.
მოსაწყენი — დიონისის ლივანისი Definition Group-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი:
„AI-ით გატაცებული ადამიანების უმეტესობა არ არის ხელოვანი და მათთვის ეს კონტენტის იაფად და სწრაფად შექმნის გზაა. აქ ორი პრობლემაა, ისინი სტრატეგიული შემოქმედებითი იდეების ნაცვლად, კონტენტზე ფიქრობენ და ეფექტურობასა და ორიგინალურობას სიჩქარეს ამჯობინებენ. თუმცა მაინც AI ღირებული ხელსაწყოა, რომელიც დიზაინერებს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ მათ ხელსაწყოთა ნაკრებს დაემატება“.
თანამედროვეობის ალქიმიკოსი — დენ რობერტსი, The Romans-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი:
„AI თავს თანამედროვეობის ალქიმიკოსად მაგრძნობინებს. აი, ჩვენც აქ ვართ, ტექნოლოგიებს შემოქმედებითობასთან ვაერთიანებთ, რათა რაღაც არაჩვეულებრივი შევქმნათ, ეს პირველ ჯერზე სრულყოფილებას არ ეხება, უბრალოდ ციფრულ მუზასთან თანამშრომლობაა, რომელიც სწავლობს და ვითარდება თქვენთან ერთად. ადრე მატარებლებსაც მექანიკურ მონსტრებს ვეძახდით და ყოველთვის გვეშინოდა სიახლის… მიიღეთ AI ხელოვნება და უსასრულო შესაძლებლობებს იხილავთ“.
სიფრთხილე — ლენდონ ბარტონი, Signal Theory-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი:
„სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ხელოვნური ინტელექტი საუკეთესოა, როცა იდეების ბრეინშტორმინგში ან ხმების სხვადასხვა ენაზე თარგმნაში მეხმარება, მაგრამ, როცა ხელოვნებას უბრალო ფრაზიდან აგენერირებს და ამას შესრულებულ სამუშაოდ ვთვლით, ეს უბრალოდ სიზარმაცეა, შთაგონების არქონა და არაეთიკურობაც იმის გათვალისწინებით, თუ საიდან იღებს AI ინფორმაციებს“.
მრავალი გრძნობისა თუ ემოციის მიუხედავად, შემოქმედებითი ადამიანებისთვის ერთი რამ ფაქტია:
„AI ვერ ჩაგანაცვლებთ, მაგრამ ადამიანი, რომელმაც იცის მისი გამოყენება, კი“.