ჟურნალმა “Forbes”-მა ყველაზე წარმატებული ბრენდების სია გამოაქვეყნა. მონაცემების შეგროვებისას, ბრენდების 3 წლიანი მუშაობა და შემოსავალი შეფასდა. სიაში 15 ქვეყნის კომპანიები მოხვდნენ, რომელთა 50% ამერიკულია.
პირველი ადგილი – “Apple” 145,3 მილიარდი დოლარით, რომელმაც ძირითადი მოგება სმარტფონების გაყიდვით ნახა.
მეორე ადგილი – “Microsoft”, რომლის ღირებულებაც 69,3 მილიარდი დოლარია.
მესამე ადგილი – “Google”, მისი ღირებულება 65,6 მილიარდს შეადგენს.
მეოთხე ადგილი – “Coca-Cola”, 56 მილიარდი დოლარით.
მეხუთე ადგილი – “IBM” ($49,8 მილიარდი).
მეექვსე ადგილი – “McDonald`s” ($39,5 მილიარდი).
მეშვიდე ადგილი – “Samsung” ($37,9 მილიარდი).
მერვე ადგილი – “Toyota” ($37,8 მილიარდი).
მეცხრე ადგილი – “General Electric” ($37,5 მილიარდი).
სიის ბოლოს სოციალური ქსელი “Facebook”-ი მოხვდა ($36,5 მილიარდი), რომელსაც როგორც “Google”-ს პოზიციებზე დიდ ზრდას უწინასწარმეტყველებენ.















