„გაუზიარე ეს პოსტი მეგობრებს და სიხარული გეწვევა“, — ალბათ, ერთხელ მაინც შეგხვედრია პოსტი მსგავსი წარწერით და მაშინვე ასქროლვისთვის მიგიმართავს.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ჰელოუინის კამპანია სწორედ ამ ინსაითზე დაყრდნობით შეიქმნა. მარკეტინგის გუნდმა ბევრი იფიქრა იმაზე, თუ როგორ დაეკავშირებინა -20%-იანი ფასდაკლების ამბავი და შიშისმომგვრელი ჰელოუინი. შედეგად კი შემზარავი პოსტი შექმნა.
ვიდეოში 20 საკრალურ რიცხვად არის ქცეული. იმ იმედით, რომ მომხმარებელმა ყველა კურსზე -20%-იანი ფასდაკლების ამბავი კარგად დაიმახსოვროს.
დაიჯერებთ, რომ ვიდეოს გადაღებას მხოლოდ 12 საათი და 8 ადამიანი დასჭირდა? აქედან 1 მსახიობი იყო, 2 კი მსახიობის ამპლუაში გამოწკეპილი თანამშრომელი.
მოკლედ, ყველაფერი შიდა გუნდმა საკუთარი ხელებით შექმნა. არანაირი სააგენტო, არანაირი კოლაბორაცია, არანაირი პროდაქტ ფლეისმენთი. მხოლოდ შემზარავი პოსტი!
სპოილერი რომ არ წამოგვცდეს, თქვენ წინაშეა შემზარავი ვიდეო:
*გაფრთხილება! სუსტი გულის პატრონებმა არ უყუროთ!
ვინ გაათენა გადაღების ღამეს? ანუ კრედიტები:
იდეა: ბაჩო გოქაძე, ნინი ედიშერაშვილი
კრეატიული ქოფირაითერი: ნინი ედიშერაშვილი
რეჟისორი: ბაჩო გოქაძე
დიზაინერი: ლუკა კორძახია
ლოგო დიზაინერი: ლუკა კორძახია
მსახიობები: ლევან ქარჩილაძე, გიორგი შეყლაშვილი, დავით მახათაძე
სეტ მენეჯერი: ნიკა დავლიანიძე
ლოკაციის მენეჯერი: ნიკა დავლიანიძე
ოპერატორი: ბაჩო გოქაძე
სტედიკამი: დავით მეშვილდიშვილი
გრიმი: ეკა ფაღავა
პოსტ. ფროდაქშენი: ბაჩო გოქაძე, დავით მეშვილდიშვილი
[R]










