in ,

შენ ხარ ქალაქში ჰაერზე მეტი, ანუ ვინ დგას რეალურად ეკო-ჯარიმების უკან?

20 აპრილს სოციალური მედიასა და ინტერნეტ სივრცეში გაეშვა სიუჟეტი, რომელიც მოგვითხრობდა მძღოლებისთვის ჰაერის გადასახადის შემოღებაზე. ვიდეოში ჩანდნენ უცნაური ჩაცმულობის, სახეაირწინაღდამალული ეკოპოლისიელები, რომლებიც თითქოსდა მძღოლებს ჰაერის დაბინძურების ჯარიმებს ურიგებდნენ.

ვაღიაროთ, რომ ამ სიუჟეტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრმა დაიჯერა, რომ ახალი ჯარიმები მართლა წესდებოდა, ბევრი მიხვდა, რომ ეს რაღაც პრომო კამპანიის ნაწილი უნდა ყოფილიყო, ბევრი უბრალოდ გაურკვევლობაში იყო.

gpih 1

ექსკლუზიურად მარკეტერზე წარმოგიდგენთ ამ კამპანიის ავტორებს:

კრეატიული კონცეპტი – სააგენტო “ლივინგსტონი”

დამკვეთი – სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგი”.

სიკვდილიანობის 19% საქართველოში სწორედ გარემოს დაბინძურებით არის გამოწვეული. თითქოს ყველამ ვიცით და ყველა ვგრძნობთ ჩვენი ორივე ნესტოთი, რომ თბილისის ჰაერი არცთუ საამური სასუნთქი გახდა და ქალაქგარეთიდან დაბრუნებულებს ყველას ჟანგბადის დანაკლისი გვაწუხებს.

main_page

მაგრამ არცთუ ბევრმა ვიცით, რომ ჰაერის დაბინძურების 71% ავტომობილების მავნე გამონაბოლქვით არის გამოწვეული, თბილისში ეს  რიცხვი 85%-ს აღწევს.

არც ის ვიცით ბევრმა, რომ ჰაერის დაბინძურების დონე ევროპაში დაწესებულ ნორმას სამჯერ აღემატება, კონკრეტული ტოქსიკური ნივთიერებებში კი ზოგჯერ 6-ჯერაც უსწრებს დასაშვებ ზღვარს.

“აუცილებელი იყო ამ ინფორმაციის ფართო მასებში გატანა და მოძრაობის დაწყება. ამიტომ ყველაზე რადიკალური, სარისკო და პროვოკაციული გზით წავედით. იმისთვის რომ პრობლემა იგრძნო, შენ პირადად უნდა შეგეხოს. ამიტომაც გადავწყვიტეთ თბილისის მასშტაბით 60 000 ჰაერის დაბინძურების ქვითარი დაგვერიგებინა ყველა შემხვედრი მანქანისთვის. “ – ჩვენთან ინტერვიუში გვიყვება სააგენტო “ლივინგსტონის” კრეატიული დირექტორი, ლევან ლეფსვერიძე

gpi jarima

ჯარიმის ოდენობის სანახავად მიმღები საიტზე www.ecoist.ge -ზე უნდა შემოსულიყო. საიტზე მომხმარებელს ხვდებოდა ეკო-მართვის 8 ძირითადი წესი, რომლითაც რეალურად შესაძლებელია გარემოს და საწვავის 20%-ით დაზოგვა. (იხილეთ რჩევები www.ecoist.ge)

“დაზოგე ჩვენი ქალაქი და შენი ფული” – ამ კამპანიის სლოგანიც მარტივი, ლოგიკური და ხელშესახებია. რაც ნაკლებ საწვავს მოიხმარს ავტომობილი, მით ნაკლებია მისი მავნე გავლენა ბუნებაზე და მესაკუთრის ჯიბეზე.

ჯი პი აის შეთავაზებაც სწორედ ეკომეგობრული ავტომობილებისთვისაა. “გვსურს მძღოლები, რომლებიც აფასებენ გარემოს,ჩვენც დავაფასოთ. ჩვენ დაზღვეულებს გარდა ტარიფზე 20%-იანი ფასდაკლებისა და გარაინტირებული საჩუქრებისა, ვთავაზობთ გათამაშებას, სადაც ყოველი მესამე დაზღვეული ამსტერდამში ეკოტურს იგებს.” – აცხადებს ჯი პი აის მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თინათინ სტამბოლიშვილი

gpi cover

“ამ კამპანიით ახალ მოძრაობას გვსურს ჩავუყაროთ საფუძველი – ეკოისტები. ეკოისტები აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ერთ მთავარ პრინციპზე თანხმდებიან, რომ დროა ეგოიზმიდან ეკოიზმზე გადასვლის, თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი ეგო და ჩვენს გარშემო არსებული საყვარელი ადამიანები თუ სხვა ცოცხალი ორგანიზმები ამ გარემოში თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. ჩვენი მიზანია, შემოვიკრიბოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეკოისტების გარშემო. იყო ეკოისტი ნიშნავს გრძნობდე შენ წილ პასუხისმგებლობას გარემოზე, რომელშიც ცხოვრობ და მარტივი ნაბიჯებით ზრუნავდე მის გაუმჯობესებაზე.”  – ამბობს ნათია გოგია, ლივინგსტონის აღმასრულებელი პროდუსერი.

size

რა შედეგები მოიტანა ამ აქციამ, ამის შეფასება ჯერ ადრეა, თუმცა მარკეტინგული კომუნიკაციის თვალსაზრისით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კამპანიამ იმუშავა და ხმაური ამ თემის გარშემო გამოიწვია.

maisuri

თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ეკოისტი. ამისთვის, ესტუმრეთ საიტს www.ecoist.ge , გაუზიარეთ ეკომართვის წესები მეგობრებს და მიიღეთ სამახსოვროდ ეკოისტის ბრენდირებული მაისური.

ბრმა ტესტი და გერმანულ,ჩეხურ, ჰოლანდიურ ლუდში დაკარგული ნატახტარი

საქართველოში მობილური აპლიკაციების ტრენინგ-ცენტრი იხსნება!