1880-იან წლებში სამეგრელოს თავადზე, ნიკო დადიანზე მთელი ევროპული პრესა საუბრობდა. ნიკომ, ბედის უკუღმართობით, თავისი ნებით დათმო სამთავრო ტახტი, სანაცვლოდ რუსეთისგან უბრწყინვალესი თავადის წოდება მიიღო, შემდეგ კი ბულგარეთის სამეფო კარის პრეზიდენტის კანდიდატადაც წარადგინეს. ევროპაში მის მიმართ ინტერესი, სწორედ ამის შემდეგ გაიზარდა.
თავადი დადიანების საგვარეულო თავისი შთამბეჭდავი და ამავე დროს სევდიანი ამბებით, ბევრს გვიყვება საქართველოს ბედსა და ისტორიაზე. გარდა ამისა, დადიანების სასახლე დღეს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმია, რომელიც 50,000-მდე ექსპონატს ინახავს – ბრინჯაოს ხანიდან დღემდე. მიუხედავად ამისა, დღეს ამ ისტორიას სათანადოდ არ ვიცნობთ და ცოტა არ იყოს, მივიწყებულიც კი გვაქვს.
სწორედ ეს არის ის მოცემულობა, რომელიც წინ უძღოდა „დადიანი რეზიდენსის” ახალ კამპანიას.
„დადიანი რეზიდენსი“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ქალაქ ზუგდიდში ისტორიისა და კულტურის წიაღში, ბოტანიკური ბაღის, დრამატული თეატრისა და დადიანების სასახლის გვერდით მდებარეობს და ორი დაბალსართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება.
კამპანიაზე „დადიანი რეზიდენსის“ დაკვეთით ციფრულმა კრეატიულმა სააგენტო „მავერიკმა” იმუშავა, მიზანი იყო, სოციალური მედიის საშუალებით, გაცოცხლებულიყო დადიანების ისტორია XIX საუკუნიდან და ამბები უფრო ხელშესახები გამხდარიყო.
კამპანიის შესახებ „მავერიკის” კონტენტ ლიდი, ნიკა კაკაბაძე გვიყვება.
„პროექტზე მუშაობისას, როდესაც ვნახეთ საცხოვრებელი კომპლექსი და მისი მდებარეობა, დასაწყისშივე გაჩნდა განსაკუთრებული ინტერესი. ამ ინტერესსდადიანების ამბავი იწვევდა. გავეცანით XIX საუკუნის პრესას, ისტორიულ ცნობებსა და მუზეუმის ექსპონატებს. მივხვდით, რომ ეს უბრალოდ ერთი ან ორი თავადის ისტორია არ იყო. ეს არის ამბავი, რომელიც მოგვითხრობს საქართველოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობაზე, ქართველი არისტოკრატების ცხოვრებასა და ძალიან საინტერესო პირად ისტორიებზე, რომელიც როგორც წერილებითა ისე სხვა ცნობებით არის შემონახული.
გვსურდა, ატმოსფერო, რომელიც ისტორიის სიახლოვით ვიგრძენით, სხვებისთვისაც მოგვეყოლა. გვინდოდა, ემოციურად გადმოგვეცა, თუ როგორია შეგრძნება, როცა საქართველოს ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი შენი სახლის მეზობლად ცოცხლობს. შეგრძნება, რომ ამ ისტორიას ყოველდღე ფანჯრიდან უყურებ.
ხშირად, დიდი ისტორიები და ამბები ჩვენს გვერდითაა, ერთი შეხედვით მათ შესახებ ვიცით კიდეც, თუმცა სინამდვილეში, ემოციურად დისტანცირებულები ვართ. გაგვიგია, რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე არის განყენებული, მის მიმართ სიახლოვეს არ ვგრძნობთ.
შესაბამისად, ისეთი გზა ავირჩიეთ, რომ ეს ისტორია მაქსიმალურად ხელშესახები გამხდარიყო. შევქმენით ინტერაქციული, 360 გრადუსიანი ფოტო სერია, რომელსაც მნახველი დადიანების სასახლის ინტერიერში შეჰყავს. ასე ის ზუსტად გრძნობს იქაურ ატმოსფეროს, ეცნობა პერსონაჟებს, წერილებსა და რელიკვიებს, რომელიც ამ ისტორიას უფრო ზუსტად აღბეჭდავს.
ამასთანავე გვსურდა, ნიკო და ანდრია დადიანის თუ ეკატერინე ჭავჭავაძის ისტორიები უფრო ვრცლად მოგვეყოლა. ამიტომ შევქმენით წერილების სერია, რომელშიც ისტორიული ფიგურები წარსულიდან აწმყოში გვესაუბრებიან და თავის განვლილ გზასა და სატკივარს გვიზიარებენ.”
„დადიანი რეზიდენსი“ გაახლოებს შენს წარსულთან, მოგონებებთან და რაც მთავარია, ისტორიასთან, რომელიც ასე გეამაყება.
იცხოვრე ისტორიასთან ახლოს.
[R]












