სექტემბერი, როგორც წესი, მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალი სასწავლო წლის გარშემო ტრიალებს, თუმცა განახლებას ასაკი არ აქვს. ამ პერიოდში, თითოეული ჩვენგანისთვის ახალი ეტაპი იწყება: ვუბრუნდებით საქმეს, ვგეგმავთ ახალ პროექტებს და ზაფხულის დასვენებას ახალი მიზნებით ვანაცვლებთ.
სწორედ ამიტომ, ალტას Back to School კამპანია არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, არამედ ყველასთვისაა, ვინც სექტემბერს ახალი მიზნებით ხვდება.
რატომ არის სექტემბერი „ახალი წელი“?
დეკემბერში, ახალი წლის ჯადოსნურ დღეებში, მთელი ყურადღება საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების ყიდვაზე და მათ გაბედნიერებაზე გადაგვაქვს. სექტემბერი კი საკუთარ თავთან დაბრუნების თვეა, საკუთარი თავის გახარების დროა.
ასე დაიბადა იდეა, რომ „სექტემბერი შენი ახალი წელია“, რომლის მთავარი გზავნილია „აჩუქე შენს თავს“. ამ კამპანიით „ალტა“ ცდილობს შექმნას ახალი კულტურული ჩვევა: საკუთარი თავის დასაჩუქრების ტრადიცია.
კომპანიამ ეს იდეა ბიზნესის ყველა რგოლში ასახა:
ვიდეორგოლში საახალწლო რიტუალები და საკუთარი თავისთვის საჩუქრის გადაცემის ემოცია, სექტემბრის ყოველდღიურობაში გადმოვიდა.
შეთავაზებები თითოეულ მომხმარებელს დაეხმარება, აირჩიოს სწორედ ის, რაც მას ახალი მიზნების მისაღწევად სჭირდება. ალტაში ფასდაკლება თითქმის ყველაფერზე იქნება, განსაკუთრებით კი სხვადასხვა კატეგორიის ლეპტოპებზე.
შედეგად მივიღეთ კამპანია, რომელმაც სექტემბერი საკუთარ თავთან დაბრუნების და შინაგანი განახლების თვედ აქცია, პერსონალური ახალი წელიც ხომ სწორედ ამ დროს დგება, ახალი წელი კი საჩუქრის გარეშე ვის წარმოუდგენია?
ნამდვილი ცვლილებები სექტემბერში იწყება.
გილოცავთ, შენს ახალ წელს!
[R]












