in

გაიაქტიურე თიბისის მობაილბანკი სტუდენტური #შენიბარათით და მიიღე 3 თვიანი უფასო წვდომა „საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე

თიბისისთვის განათლებაზე, კულტურაზე, ქართული ლიტერატურის მხარდაჭერასა და ახალი თაობის ხელშეწყობაზე ზრუნვა დიდი ხანია, პრიორიტეტიცაა და ტრადიციაც. ამას თიბისის მიერ განხორციელებული არაერთი კამპანია თუ პროექტი ცხადჰყოფს. ყველაფერ ამაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თიბისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი “საბა”, რომელსაც კომპანია რატი ამაღლობელთან ერთად 2003 წლიდან ახორციელებს. უკვე წლებია, ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. 2012 წელს ამ ყველაფერს დაემატა სრულიად განსხვავებული ელექტრონული სივრცე ქართველი მწერლებისა და მკითხველებისათვისელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას, ქართული და უცხოური კლასიკის შედევრებს, თანამედროვე ბესტსელერებს და ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს.

ამ მცირე ექსკურსის შემდეგ კი თიბისის ახალი კამპანიის შესახებ უნდა გიამბოთ – გაიაქტიურე მობაილბანკი სტუდენტური #შენიბარათით და მიიღე 3 თვიანი უფასო წვდომა „საბას“ ელექტორნულ ბიბლიოთეკაზე.

ყველა სტუდენტი, ვინც ფლობს ან აიღებს სტუდენტურ #შენბარათს და ამ ბარათით გაიაქტიურებს მობაილბანკს, სწორედ ამგვარ საჩუქარ მიიღებს საბასგან და თიბისისგან; ეს კი ნიშნავს, რომ 3 თვის განმავლობაში მათ ექნებათ უფასო წვდომა SABA Reader-ის 6000-ზე მეტ წიგნზე.

“მომხმარებელი, რომელიც თიბისის სტუდენტური #შენიბარათით გაიაქტიურებს მობაილბანკს, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში სმს-ით მიიღებს სპეციალურ პრომოკოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებს საბას ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე 3 თვიანი უფასო წვდომის გააქტიურებას,” – ანო მაისურაძე, „თიბისი ახალი თაობისთვის“ მიმართულების ბრენდ მენეჯერი. 

ასევე, გარდა მობაილბანკის ახალი მომხმარებლებისა, 3 თვიანი უფასო წვდომა საბას ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე გადაეცემა 2020 წლის 500 ყველაზე აქტიურ მობაილბანკის სტუდენტ მომხმარებელს.

“ეს კამპანია თიბისის სტრატეგიული ღირებულებების თანაკვეთის კიდევ ერთი მაგალითია. ჩვენი მიზანია, მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შექმნა და ასავე ახალი თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა. თიბისის მობაილბანკიც და SABA Reader-იც მომხმარებელს მარტივ და მრავალფეროვან ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს, შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ ამ ორი პროდუქტის სინთეზი საინტერესო სტიმული იქნებოდა სტუდენტებისათვის,” ანო მაისურაძე.

აქვე გეტყვით, რომ სტუდენტური #შენიბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილიალში ან ონლაინ. ასევე, შეგახსენებთ, რომ კამპანია 22 დეკემბერს დაიწყო და 14 იანვრამდე გაგრძელდება.

„შენზე ზრუნვა მაბედნიერებს!“ – PSP-ს კამპანია იმის შესახებ, რომ ზრუნვა ყოველდღიური დღესასწაულია.

2020 წლის მნიშნელოვანი მეცნიერული მოვლენები